"სატრანსფერო ომი არაბიძისთვის" - სერბული გამოცემა ქართველზე წერს

AutoSharing Option
"ტორპედოს" ნახევარმცველი გიორგი არაბიძე წამყვანი სერბული კლუბების, "ცრვენა ზვეზდასა" და "პარტიზანის" სატრანსფერო სამიზნეა. ამის შესახებ ინფორმაციას სერბული გამოცემა Direktno.rs ავრცელებს.

"ცრვენა ზვეზდა" და "პარტიზანი" ქართველი ნახევარმცველის, გიორგი არაბიძის შესაძენად იბრძვიან, იგი "ტორპედოს" წევრია, ერთ დროს კი "შახტარში" ირიცხებოდა. არაბიძე არა მხოლოდ ბელგრადული გიგანტების, არამედ ნიდერლანდული და სამხრეთკორეული კლუბების სამიზნეცაა.

მიმდინარე სეზონში საქართველოს ჩემპიონატში ჩატარებულ 12 მატჩში არაბიძემ 5 გოლისა და 2 საგოლე პასის შესრულება მოახერხა.

გასულ წელს მან "ფერენცვაროშში" გადასვლაზე უარი თქვა და სამშობლოში დარჩა, თუმცა უცხოეთში თამაშის გამოცდილება არ
აკლია, სხვადასხვა დროს პორტუგალიის, რუსეთისა და თურქეთის ჩემპიონატში ასპარეზობდა", - წერს გამოცემა.

alt"სიმართლის მოსმენა ბევრს არ უყვარს და მაგას ცუდ ხასიათს ეძახიან..." - არაბიძე ნაკრებზე, სანიოლთან შეხვედრაზე და მის ხასიათზე

altსტივ კინი: არაბიძეს პრემიერლიგაში წავიყვანდი

alt"მე არაბიძეს გამოვიძახებდი! ვიღაც საუბრობს, რომ ცუდი ხასიათი ჰქონდა, მაგრამ..." - ჩხეტიანი სანიოლის გადაწყვეტილებასა და "ტორპედოს" ფეხბურთელზე საუბრობს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 21 /
წადი არაბ სადაც იქნება, Შორს ამ დაუნახავებისგან. იქიᲗ გადაიხადე და გადი ამ ქაქის Ჭაობიდან
Anri
27 მაისი 2024 15:08
38
სლავურ ქვეყნებში ნუ მიდიხართ ნურსად ქართველები ეს დაიმახსოვრეთ რა.
.
28 მაისი 2024 08:05
7
თუ მარტო სერბეთი გგონია სლავური ძალიან ცდები უკრაინაც სლავური სახელმწიფოა როგორც აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნები.
სსს
28 მაისი 2024 10:07
1
ტრამბა აქვს თუ რატო არ თამაშობს ტორპედოს შემადგენლოვაში ??
bejo
27 მაისი 2024 14:34
3
Ტრუმბა აქ და იმიტომ არ თამაშობს
bejo-ს
27 მაისი 2024 18:37
0
ომი არა აპოკალიპსი
SS
28 მაისი 2024 09:00
1
Საკოს უარი უთქვია ძმაო და ეხლა სიკოს ტრანსფერზე მუშაობენო.
Სიმართლე-ს
28 მაისი 2024 07:53
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული