თბილისის "დინამომ" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა

AutoSharing Option
"დინამო თბილისი" 46 წლის ესპანელმა სპეციალისტმა ანდრეს კარასკომ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა. "დინამო" მადლობას უხდის ანდრესს პირველ გუნდსა და აკადემიაში გაწეული სამსახურისთვის, მას მომავალ კარიერაში წარმატებას ვუსურვებთ.

შეგახსენებთ, რომ სწორედ ანდრეს​ კარასკოს მიერ მოხდა ახალგახსნილი აკადემიის სამწვრთნელო ფილოსოფიის დაგეგმარება და მისივე დამსახურებით, არერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი დაწინაურდა დინამოელთა პირველ გუნდში.

"დინამო თბილისი" უკვე აწარმოებს მოლაპარაკებას მთავარი მწვრთნელობის კანდიდატთან და მისი ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

წყარო: FCDinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 13 /
ეს ფიფია იმდენს მოახერხებს, რომ დინამო ლიგა-2 ში ითამაშებს მალე...
უნივერსალი
08 ივნისი 2024 17:19
1
"დინამო" ფიფიას გარეშე!
fani
08 ივნისი 2024 14:29
0
ძლივს რაღაცას ემსგავსებოდა დინამო და ..... კაცმა მშვენიერი გეზი აიღო გაახალგაზრდავებული და პერსპექტიული ბიჭების მომავალზე გათვლილი, გუნდმაც დავაცდითო სედეგის მიუხედავადო, მაგრამ გულადი ფიფიავ - როგორ მაინტერესებს ამ მონაცემებით, როგორ იშოვეთ ფული საერთოდ?!
ვიტო
08 ივნისი 2024 11:46
2
წელიწადში ორჯერ იცვლის გუნდი სტრატეგიას, ეხლა ისევ გადაერთვება გამოცდილ ქართველებზე და დაბალი დონის ლეგიონერებზე )
dato
08 ივნისი 2024 13:39
1
ბატონო რომან! -გუნდის პრეზიდენტიც გააᲗავისუფლეᲗ/)))))
გიუშა
08 ივნისი 2024 08:58
2
ეჰ რომან,სათქმელიც არაფერია...არ უნდოდა კაცს მწვრთნელობა,იყო აკადემიაში თავისთვის,დააძალე და ახლა აღარაა საკმაოდ ჭკვიანი კაცი დინამოს სტრუქტურაში.სამწუხაროა...
Master
07 ივნისი 2024 23:41
1
ჰოო რათქმაუნდა ევრო ტურნირების წინ უნდა შეცვალონ აბა რააა ... ეჰჰ რომან რატო აბანძებ ამ დინამოს ვერ ვიგებთ ...
bejo
07 ივნისი 2024 23:27
1
ჩემი აზრით გარსიას დონის გუნდი არ ყოლია დინამოს რაც მე მახსოვს პროსტა აეკთან არ გაუმართლათ... 33 წლისვარ ცნობისთვის 2005 წელს არ ვგულისხმობ..
Karche ra
07 ივნისი 2024 23:25
3
შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება...
სიმართლე
07 ივნისი 2024 23:22
2
ალბათ ოდესმე მოვესწრებით სათაურს “ფიფიამ დინამო დატოვა”.სულ რო ანჩელოტი და გვარდიოლა მოიყვანო ფიფიას ხელში განწირულია ყველაფერი
BOSS
07 ივნისი 2024 19:37
6
ბიჯო,თუ ნიშნავ,დააცადე,რომ რაღაცა გააკეთოს.ყოველ წელს რადენჯერმე მწვრთნელის შეცვლით,არაფერი რომ არ გამოდის,როდემდე ვერ უნდა მიხვდეთ?
სოსო
07 ივნისი 2024 18:34
3

სიახლეები პოპულარული