თბილისის "დინამომ" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა

AutoSharing Option
"დინამო თბილისი" 46 წლის ესპანელმა სპეციალისტმა ანდრეს კარასკომ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა. "დინამო" მადლობას უხდის ანდრესს პირველ გუნდსა და აკადემიაში გაწეული სამსახურისთვის, მას მომავალ კარიერაში წარმატებას ვუსურვებთ.

შეგახსენებთ, რომ სწორედ ანდრეს​ კარასკოს მიერ მოხდა ახალგახსნილი აკადემიის სამწვრთნელო ფილოსოფიის დაგეგმარება და მისივე დამსახურებით, არერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი დაწინაურდა დინამოელთა პირველ გუნდში.

"დინამო თბილისი" უკვე აწარმოებს მოლაპარაკებას მთავარი მწვრთნელობის კანდიდატთან და მისი ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

წყარო: FCDinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 13 /
ბიჯო,თუ ნიშნავ,დააცადე,რომ რაღაცა გააკეთოს.ყოველ წელს რადენჯერმე მწვრთნელის შეცვლით,არაფერი რომ არ გამოდის,როდემდე ვერ უნდა მიხვდეთ?
სოსო
18:34 07-06-2024
3
ალბათ ოდესმე მოვესწრებით სათაურს “ფიფიამ დინამო დატოვა”.სულ რო ანჩელოტი და გვარდიოლა მოიყვანო ფიფიას ხელში განწირულია ყველაფერი
BOSS
19:37 07-06-2024
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული