"ხვიჩასთან ამ თემაზე ჯერ არ მისაუბრია, მაგრამ ამას პირველად ვიტყვი..." - რას აცხადებს ბადრი კვარაცხელია შვილის მომავალზე?

AutoSharing Option
გადაცემაში "სპორტი იმედზე" ხვიჩა კვარაცხელიას მამამ ბადრი კვარაცხელიამ და საფეხბურთო აგენტმა მამუკა ჯუღელმა სხვადასხვა თემებზე ისაუბრეს.

ბადრი კვარაცხელიას თქმით, მას ხვიჩასთან "ნაპოლის" შესაძლო დატოვებაზე ჯერჯერობით არ უსაუბრია, თუმცა პირადად მისი აზრით, უკეთესი იქნება, თუ ხვიჩა "პარტენოპეის" დატოვებს.

"სიმართლე გითხრათ, ხვიჩასთან ამ თემაზე არ მისაუბრია, რადგან წინ ევროპის ჩემპიონატია. ხვიჩა პატარა ბიჭი არ არის და ამ საკითხს თვითონ გადაწყვეტს, დავჯდებით ოჯახი და დავილაპარაკებთ.

ამას პირველად ვიტყვი, არ მინდა, რომ "ნაპოლიში" დარჩეს, ეს ნამდვილად არ მინდა. წელიწადში 4 მწვრთნელი შეიცვალა, ცოტა მაფიქრებს...
მაგრამ ამას ხვიჩა გადაწყვეტს", - განაცხადა ბადრი კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, ხვიჩას "პარტენოპეისთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულში ეწურება და როგორც წამყვანი იტალიური გამოცემები წერენ, მალე მხარეები ახალ კონტრაქტზე მუშაობას დაიწყებენ.

altბადრი კვარაცხელიამ შვილის მომავალზე ისაუბრა - როგორი იქნება "იუვესთან" "ნაპოლის" შემადგენლობა

alt"რატომ ავირჩიეთ "ნაპოლი"? - ბადრი კვარაცხელიამ დეტალები გაიხსენა

alt"ხვიჩა "ნაპოლის" დატოვებაზე არ ფიქრობს, აქ თავს ისე ვგრძნობთ, როგორც თბილისში; რაც შეეხება გარსიას..." - ბადრი კვარაცხელიას ინტერვიუ

მკითხველის კომენტარები / 13 /
იმედის ტელევიზიით გაკეთებულ განცხადებას ნულოვანი ფასი აქვს.
რაც შეეხება კვარაცხელია -უფროსის და ჯუღელის სველ ოცნებებს- როცა კონტრაქტი იდებოდა, მაშინ უნდა შეგეთანხმებინათ პირობები ( მესმის რომ არ გყოფნით კვალიფიკაცია და განათლება, მაგრამ ვინმე გამოცდილის აზრი გეკითხათ მაინც).აწი ლაურენტისის აზრი და გადაწყვეტილებაა მთავარი, ამათ არავინ და არაფერს არ ეკითხება.ნუ ეხლა, თუ იტალიურ ფეხბუთს რაიმე სანქციები დაადეს,კი გაჩნდება შანსი, არადა ელოდეთ 2027 წელს. ხელფასის მომატებაც მისი კეთილი ნების საკითხია.
Walter White
17 ივნისი 2024 11:05
2
კარგია რომ ვინც აქ წერთ თქვენი შესაძლებლობები კლავიატურას არ ცდება. ხელშეკრულება თქვენთვის გაუგებარი ცნებაა და არც არავინ გთხოვთ..გაახარეთ თქვენი ჭია და აწკაპუნეთ კლავიატურა..
სანი
17 ივნისი 2024 03:01
3
Gadagicyvetet tqven ukve da mivasalmebi rom datovos napoli
Butxa
16 ივნისი 2024 19:08
2
ნამდვილად ცვლილებების დროა, ვინც გინდა დანიშნო ნაპოლის მწვრთნელად ტოპ გუნდი ვერ გახდება მაინც. პერსპექტივაში პსჟ-ს უფრო ამბიციური პროექტი აქვს ვიდრე ნაპოლის, დანარჩენს უკვე დრო უჩვენებს.დღესდღეობით მანჩესტერ სიტი იქნებოდა ხვიჩასთვის იდეალური ვარიანტი, თან გრილიშის უკმაყოფილოები არიან და გაშვებას უპირებენ და ფაქტიურად ჯერემი დოკუს იმედად რჩებიან მარცხენა ფლანგზე.
მამუკა
16 ივნისი 2024 18:36
2
100 პროცენტიანი ბრძანდებით ბადრი ბატონო.მგონი საართველოში უკვე არავის არ უნდა ხვიჩას ნაპოლიში დარჩენა.ოღონდ ამ ჯუღელს ნუ ენდობით რა.ზამთარში ამბობდა არ გვეჩქარება,ზაფხულში დავილაპარაკებთ ხვიჩას მომავლზე და ხელფასზეო და კაპიკებზე არბენინა ბიჭი მთელი სეზონი.ზაფხული მოვიდა და არ გვეჩქარება,ნაკრები გვიჭირს ეხლაო.რა შუაშია ჯუღელი ნაკრებთან?ალბათ ფიქრობს ევროპაზე თავს გამოიჩენენ და უფრო სარფიანად გავყიდიო,ვიცი რომ რამოდენიმეს აგენტია კიდევ ხვიჩას გარდა.ვთქვათ და ვერ გამოიჩინა ვერც ერთმა ვერაფრით თავი,რადგან ყველა ჩვენზე ძლიერ გუნდებს ვეთამაშებით,მაშინ რა???მაშინ უფრო ნაკლებ ფასებში გაყიდის?დაჟე ხვიჩას ნაპოლიში გადასვლაც კი ყველაზე ნაკლებადაა მისი დამსახურება,იტალიელები იფიცებიან ჩვენ აღმოვაჩინეთო.როგორც აგენტი ძაან სუსტია,ეს ფაქტია.
მირო
16 ივნისი 2024 18:36
3
ღმერთმა ქნას, დატოვოს ნაპოლი.
გია
16 ივნისი 2024 18:00
2
ჯუღელს თავი დაანებეთ და მართლა გადავა სხვა უკეთესს გუნდში....რას მიაჩერდით ჯუღელს
ადამიანი
16 ივნისი 2024 17:00
5
უნდა წავიდეს აბა რა♥️
ჯიმა
16 ივნისი 2024 15:18
3
ეგაა, მამამისმა თუ ეს თქვა, ნიშნავს, რომ დატოვებს ხვიჩა ნაპოლის. ოჯახი რომ დაჯდება და მამამისი ურჩევს, არ დარჩეო, მგონი მამამისის სიტყვები ყველაზე მეტ ზეგავლენას მოახდენს ხვიჩაზე. კარგია, მიხარია. პსჟ უფრო მხიბლავს უამრავი ფაქტორით.
Kupra
16 ივნისი 2024 15:07
5
ასე მარტივად არ არის საქმე, ნებისმიერი სიტყვა შეიძლება წინასწარ მოფიქრებული და გათვლილი იყოს თუნდაც ახალი კონტრაქტის გაფორმების ან თუნდაც მოსალოდნელი ტრანსფერის გარემოებების გამო. ასე, რომ ამ დონეზე სპორტში შემთხვევით და გულუბრყვილოდ არ ლაპარამობს ხალხი
დათო
16 ივნისი 2024 15:34
3
ოსიმენმა გააფრინა.
მაგარი ვიდეო
https://youtu.be/wMKuy8fsrTw?si=6RY1ALvZiHgPzFib
რეალობა
16 ივნისი 2024 14:41
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული