"მინდა ერთ სიბინძურეზე პატარა კომენტარი გავაკეთო" - კახი კალაძე ბუდუ ზივზივაძის მიმართ ბოლოდროინდელ განცხადებებს გამოეხმაურა

AutoSharing Option
დარწმუნებული ვარ, იმ ჟინით, სულისკვეთებითა და მონდომებით, რაც პირველ ორ თამაშზე აჩვენა ჩვენმა ნაკრებმა, შესაძლებელია პორტუგალიასთან წარმატებას მივაღწიოთ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე შანსები ჯერ კიდევ აქვს.

მან ქართველ ფეხბურთელებს 26 ივნისს, პორტუგალიის ნაკრებთან გასამართ შეხვედრაში წარმატება უსურვა.

„მინდა შევეხო ჩეხეთთან თამაშს, ფრეს და პირველ მოპოვებულ ქულას, რაც მისასალმებელია. ვულოცავ ყველას, ფეხბურთელებს, გულშემატკივარს. ძალიან დიდი შანსი გვქონდა, განსაკუთრებით, ბოლო წუთზე, რომ აღნიშნული შეხვედრა მოგვეგო, სამი ქულა
აგვეღო. თუმცა სპორტის ამ სახეობაში ყველაფერი ხდება და სწორედ ამიტომ არის ფეხბურთი საინტერესო. ჯგუფიდან გასვლის შანსი ჯერ კიდევ გვაქვს.

26 ივნისს ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებს ვეთამაშებით, მაგრამ ფეხბურთის თამაში დღეს ყველასთან შეიძლება და წარმატებას ნებისმიერ გუნდთან შეიძლება მიაღწიო. ამიტომ ჩვენს ბიჭებს მინდა გამარჯვება ვუსურვო. ეს შეხვედრა არ იქნება მარტივი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იმ ჟინით, სულისკვეთებითა და მონდომებით, რაც პირველ ორ თამაშზე აჩვენა ჩვენმა ნაკრებმა, შესაძლებელია პორტუგალიასთან წარმატებას მივაღწიოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერი შეეხო ბოლო დროს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ მოსაზრებებს, თითქოს ეროვნულ ნაკრებში კონკრეტული ფეხბურთელების თამაშს თავად წყვეტს და აღნიშნა, რომ ეს არის სრული აბსურდი.

„მინდა ერთ სიბინძურეზე პატარა კომენტარი გავაკეთო. არ მინდა ქართველ გულშემატკივარს შეურაცხყოფა მივაყენო. ვინც ფეხბურთში ერკვევა, ეს მათ არ ეხებათ. თუმცა, ის ადამიანები, რომლებიც ფეხბურთში საერთოდ ვერ ერკვევიან, გაგებაში არ არიან, სწორედ მათთვის ვამბობ. ძალიან დიდი აბსურდია, თითქოს მე ვიღებ გადაწყვეტილებას და ბუდუ ზივზივაძეს ეროვნულ ნაკრებში არ ვათამაშებ. ჩვენ ვნახეთ, ვინ წერს მსგავს კომენტარებს, გავაკეთეთ ანალიზი და 99%, ვინც ამას წერს, არიან ისინი, ვინც „გამჭვირვალობის კანონს“ აპროტესტებდნენ. როგორ შეიძლება ადამიანმა ასეთი სიბინძურე გაიფიქრო? ისინი ხელისუფლებაში რომ ყოფილიყვნენ, ამას იკადრებდნენ. ამაზე უარესებსაც აკეთებდნენ, 2012 წლამდე. როგორც „გამჭვირვალობის კანონი“ იყო რუსული, ისე ვაყენებ მე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობას და ვიღებ გადაწყვეტილებას, ვინ ითამაშოს და ვინ არა. ეს არის ძალიან დიდი სისულელე“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ქართველ გულშემატკივარს - მათ, ვინც შეძლო გერმანიაში ჩასვლა და თამაშებზე დასწრება და მათ, ვინც საქართველოდან უგულშემატკივრა ეროვნულ ნაკრებს.

„ასევე, მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისაც ქვეყნის, ჩვენი ნაკრების წარმატება უხარია. წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გველოდება. 26-ში კი ყველამ ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს“, - განაცხადა თბილისის მერმა ვიდეომიმართვისას.

წყარო: ინტერპრესნიუსი
მკითხველის კომენტარები / 111 /
მერე, თქვი რომ ბუდუ არის ჯიგარი და პატრიოტი კაცი. თუ გიტყდება?))))
გიო
25 ივნისი 2024 00:04
20
მარტო ბუდუ არის ჯიგარი და პატრიოტი 26 კაცში?სხვა დანრჩენები შენი აზრით ვინ არიან?
მამუკა
25 ივნისი 2024 00:36
8
ბარემ გლობალურ ომის პარტიაზეც გეთქვა ორი სიტყვა, რა ხდება მანდ ევროპაში, საბჭოთა კავშირს მაგონებსო, რომ ამბობდი. ნამეტანი ხიხია ალბათ, ხომ კახი? ))))
პენსიონერი მუსტაფა მარნეულიდან
24 ივნისი 2024 23:57
17
სიბინძურე და მსგავსი ტერმინებით დედაქალაქის მერი არ უნდა საუბრობდეს. გაგებაში არ არიან, აზრზე არ არიან, არ მინდა ქართველ გულშემატკივარს შეურაცყოფა მივაყენო და მსგავსი ეპითეტები მართლა არ შეიძლება, არ შეიძლება თბილისს ასეთი კეპრე მერი ყავდეს
იკა
24 ივნისი 2024 23:21
18
ხეპრე უგულავა, რო გყავდა დაგავიწყდა? ისე შენც კაი ხეპრე იქნები.
იკაკოს
25 ივნისი 2024 00:26
14
აბა რა!
ქალაქის მერი ომში გენერალური შტაბის უფროსად უნდა მუშაობდეს!!!
კალაძეს ეს ნამდვილად არ შეუძლია!!!
იკა-ს
25 ივნისი 2024 01:37
8
ლოგიკური ახსნა არ არსებობს როცა ლუქსებურგთან 2 გოლის გამტანი და ბოლო დროის ძირითადის ნაკრების ფორვარდი გიზის სკამზე და ამ დროს შემოგყავს ქვილითაია და ლობჟანიძე როცა მათ საერთოდ არ იძახებდნენ ბოლო თამაშებში... თუ ვინმე ამიხსნის კიბატონო მოგისმენთ
nedved
24 ივნისი 2024 23:21
10
შენ თუ ნამდვილი გულშემატკივარი ხარ ლობჟანიძე არც უნდა ახსენო ამ დროს და ამ სიტუაციაში გასაგები მიზეზის გამო და გუნდს და თითოეულ ფეხბურთელს პირიქით მხარში უნდა ამოვუდგეთ ყველანი,განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, მაგრამ ეჭვი მეპარება შენც რომ ასე ფიქრობდე
ზაკო
25 ივნისი 2024 01:39
9
2012 მდე თუ უარესები ხდებოდა ამოგეღო ხმა. კაპიტანი იყავი ნაკრების. გეკიდა? ძალიან არასწორი პოზიციაა..
A
25 ივნისი 2024 01:46
8
არასწორი? და სწორი კახი ვინმემ იცით?
ენვერიკო
25 ივნისი 2024 07:27
4
კი.. როგორც ფეხბურთელი დღემდე პატივს ვცემ. კალაძემ შემაყვარა მილანი. კარგი იყო . მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. გული მწყდება როცა ასეთი ადამიანი ასეთ განცხადებებს აკეთებს. წარმატებები ნაკრებს!!
A
26 ივნისი 2024 00:35
0
ამას ფეხბურთი კიარა თავის რუსუი კანონი ანაღვებს როგორ გააპრაოს
ლევანი
24 ივნისი 2024 23:43
23
ალა, ლუსულ კანონს ლევანჩიკ? ლატომ? იმიტომ! უკვე მაგრად ვშაყირობთ თქვენზე.
ლავანის
25 ივნისი 2024 00:22
19
იქნებ ისიც თქვა არც თბილისი დავამახინჯეო???????? ლამის სადარბაზოებში გასცე კორპუსების შენების ნებართვა
საბურთალო
25 ივნისი 2024 02:43
27
თამაშამდე 2 დღით ადრე ამ თემაზე ლაპარაკი მაგრად კარგად იმოქმედებს ნაკრებზე. დაიცადეთ ცოტა ხანი და მერე დაგიჭამიათ ერთმანეთი ნაცებსაც და ქოცებსაც. თუ სადმე სამართალია არჩევნებზე ორივემ ჩაილურის წყალი უნდა დალიოთ.
კობა
25 ივნისი 2024 01:55
2
დაიწყო ისევ რუსულ კანონზე ბაზარი, აი ზუსტად მაგიტო გაუჩნდა ხალხს ეჭვი,ერთი გუდნი მაინც დააფინანსე ქართული?მე არ შევუშვი ხალხი კვიდის დროს ფინალზე?როცა უეფამ მოგცა ნებართვა,ამაზე გაეცი
ლევანი
24 ივნისი 2024 23:39
14
შენს გახარიას მიაკითხე!
ლევანის
25 ივნისი 2024 00:23
9
ერთ პატარა სიბინძურეს მეც შევეხები - ქალაქის მერი (რა მაგის საქმეა) კანონმდებლის სახელით გვამცნობს,რომ 'მთავრობა' (რა მაგის საქმეა) გვითვალთვალებს და გვახარისხებს კომენტარებშიც კი. ამას გამჭვირვალობის კანონი რად ინდა, ეს პატარა სიბინძურე დიდი მავნებლობა და სიმდაბლეა.
ვანდა ჯიქია
25 ივნისი 2024 14:36
10
თემა გინდათ საკბენად, თორემ ბუდუც და ფეხბურთიც ცალ ფეხზე გკიდიათ. რა დიდი ფილოსოფია უნდა ამის გარკვევას. თანაც ფეხბურთის აზრზე არ ხართ 99%.
ჯარჯი
25 ივნისი 2024 15:27
9
მაგას რო მიხვდეს ნახევარი წიგნი მაინც უნდა ქონდეს წაკითხული ცხოვრებაში....
ID
25 ივნისი 2024 16:34
6

სიახლეები პოპულარული