"ამხელა პოტენციალის გუნდი სახლში მიდის, საქართველოს ნაკრები აუცილებლად უნდა დაგვემარცხებინა" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი

AutoSharing Option
გუშინ გაირკვა, რომ ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე ასპარეზობას პორტუგალია, თურქეთი და საქართველოს ნაკრები გააგრძელებენ. ჯგუფში ბოლო ადგილი კი ჩეხეთის ნაკრებმა დაიკავა.

ჩეხების მთავარმა მწვრთნელმა ივან ჰაშეკმა თურქეთთან (1:2) მარცხის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"გული მწყდება, რადგან ამხელა პოტენციალის გუნდი სახლში მიდის. გვსურდა ტურნირზე ჩვენი საუკეთესო თვისებები გვეჩვენებინა.

მთავარი მიზეზი, რის გამოც ჯგუფიდან ვერ გავედით, საქართველოს ნაკრებთან მატჩია (1:1). ისინი აუცილებლად უნდა დაგვემარცხებინა", - განაცხადა ჰაშეკმა.

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში "ჯვაროსნები" ესპანეთს დაუპირისპირდება. მატჩი 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე
დაიწყება.

altსაქართველოს ეროვნული ნაკრები ფონდი "ქართუსგან" 30 მლნ ლარს მიიღებს

altივან ჰაშეკი: მოხარული ვართ, რომ საქართველომ ბოლო წუთზე ვერ გაგვიტანა

altივან ჰაშეკი: საქართველოს ნაკრების თამაში გავაანალიზეთ - შეგვიძლია მამარდაშვილს შორიდან გავუტანოთ

altთურქეთმა კაცნაკლულ ჩეხეთს მოუგო და მერვედფინალში გავიდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 54 /
,,...მთავარი მიზეზი, რის გამოც ჯგუფიდან ვერ გავედით, საქართველოს ნაკრებთან მატჩია (1:1). ისინი აუცილებლად უნდა დაგვემარცხებინა", - განაცხადა ჰაშეკმა".

თუ რამეს თავი მართლაც ჰქონდა ჩეხეთის ნაკრებს, საქართველო კი არა, არამედ, ჯერ პორტუგალია და შემდეგ თურქეთი უნდა დაგემარცხებინათ. რაც შეეხება საქართველოს, დამატებული დროის ბოლო წუთზე საბა ლობჟანიძის აცილებულ ბურთს უნდა უმადლოდეს ჩეხეთის ნაკრები, თორემ ვერც ამ ერთ ქულას ვერ აიღებდით.

საქართველო ღირსეულად გავიდა ჯგუფიდან!
წინ საქართველო!
გამარჯვება საქართველოს!
07-01
27 ივნისი 2024 15:05
1
ნამუსი გაქვს?
555555
27 ივნისი 2024 16:51
4
მორჩი ბაზაარს.
თუ რამე შეგეძლოთ თურქეთი უნდა დაგემარცხებინათ.
თქვენ ხელში იყო ყველაფერი
d
27 ივნისი 2024 14:54
0
კარგია. ყველას თავისი ბულკები ვგონივართ. კიდევ ბევრს გავეჩხირებით ყელში. მოდი ესპანეთო სტანოკზეეეე.)))))
გიო
27 ივნისი 2024 14:33
3
თურქებთან მათი თამაში არ მინახია,მაგრამ იქაც ალბათ მხოლოდ ფიზიკაზე იდგნენ.ფეხბურთს კი,ფიზიკური ძალის გარდა,ოსტატობაც სჭირდება.სადამდეც ძალები ეყოთ,პორტუგალიასთან იგებდნენ და წააგეს.თურქებთანაც ბოლოს გაუშვეს,როცა დაიღალნენ და ჩვენთანაც თავისუფლად შეიძლებოდა წაეგოთ.მათ სხვა იარაღი არ ჰქონდათ გარდა ფიზიკური ზეწოლისა.ასე რომ ძალიან ხმამაღლაც ნუ იყვირებენ,მაგრები ვართო.ჩვენი ნაკრები,ყოველ შემდგომ თამაშში,სულ უფრო თავდაჯერებული ხდებოდა და შედეგს აუმჯობესებდა.დაუმსახურებელი წაგება,მოპოვებული ფრე,სადაც მოგებაც შეგვეძლო და ბოლოს მოგება.დღეს ჩვენი ნაკრები,სრულიად სხვაა,ვიდრე შარშან შემოდგომით იყო და ძალიან განსხვავდება იმისაგან,რომელმაც პლეი ოფი ითამაშა,ლუქსემბურგთან და საბერძნეთთან.დღეს ჩვენ უკვე ვიგრძენით,რომ ყველასთან შეგვიძლია ბრძოლა, გამარჯვება და ადვილად ვეღარავინ გაგვტეხავს.
სოსო
27 ივნისი 2024 14:22
3
თავიდან რო იწყება ახალი, ხო იცი, ერთ ჯგუფში რო ვართ, ხო იცი, ჰოოდა ორჯერ რო დაგდებთ ლოგინისმაგვარ ტატამზე მერე მიხვდებით ვინ ვინ არის. ადიოს სექტემბრამდე!
მალხაზ ჯობავა
27 ივნისი 2024 14:12
2
ეეეჰ, ლობჟანიძეს გაეტანა და ამათი ,,ჭიკჭიკი,, მერე გენახა
ირაკლი ვარძიელი
27 ივნისი 2024 14:09
2
კაი ერთი,მასე ეგონა ჯალალედინსაც, არ უნდა წამეგოო
გიორგი
27 ივნისი 2024 13:55
2
ამას საქართველო კი არა თურქეთის ნაკრები უნდა დაემარცხებინა, 1-1 დროს კაცნაკლული რომ თამაშობდა თურქეთი. ეხლა ესენიც იქნებოდნენ 1/8 ფინალში და ჩვენც მეორე ადგილიდან გავიდოდით ავსტრიაზე, ასე რომ სილულეებს ჯობია დაანებოს თავი, ვინც უფრო იმსახურებდა ის გავიდა და მორჩა ამით.
ზურაბი
27 ივნისი 2024 13:50
5
თურქეთი როდის იყო კაცნაკლული. ჩეხებს ყავდათ გაგდებული კაცი.
ზურაბის
27 ივნისი 2024 14:12
1
მოგეგო თურქეთზე და გაეთრეოდით ჯგუფიდან
ქართველი
27 ივნისი 2024 13:50
1
თქვენ მოგეგოთ თურქებისთვის და გახვიდოდით.მაგრამ მაგის თავი ვინ მოგცათ.იმის მაგივრად თურქეთთან უნდა მოგვეგოო,საქართველო ეპატარავა თვალებში ამ გოიმს.
გულშემატკივარი
27 ივნისი 2024 13:48
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული