"ამხელა პოტენციალის გუნდი სახლში მიდის, საქართველოს ნაკრები აუცილებლად უნდა დაგვემარცხებინა" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი

AutoSharing Option
გუშინ გაირკვა, რომ ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე ასპარეზობას პორტუგალია, თურქეთი და საქართველოს ნაკრები გააგრძელებენ. ჯგუფში ბოლო ადგილი კი ჩეხეთის ნაკრებმა დაიკავა.

ჩეხების მთავარმა მწვრთნელმა ივან ჰაშეკმა თურქეთთან (1:2) მარცხის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"გული მწყდება, რადგან ამხელა პოტენციალის გუნდი სახლში მიდის. გვსურდა ტურნირზე ჩვენი საუკეთესო თვისებები გვეჩვენებინა.

მთავარი მიზეზი, რის გამოც ჯგუფიდან ვერ გავედით, საქართველოს ნაკრებთან მატჩია (1:1). ისინი აუცილებლად უნდა დაგვემარცხებინა", - განაცხადა ჰაშეკმა.

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში "ჯვაროსნები" ესპანეთს დაუპირისპირდება. მატჩი 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე
დაიწყება.

altსაქართველოს ეროვნული ნაკრები ფონდი "ქართუსგან" 30 მლნ ლარს მიიღებს

altივან ჰაშეკი: მოხარული ვართ, რომ საქართველომ ბოლო წუთზე ვერ გაგვიტანა

altივან ჰაშეკი: საქართველოს ნაკრების თამაში გავაანალიზეთ - შეგვიძლია მამარდაშვილს შორიდან გავუტანოთ

altთურქეთმა კაცნაკლულ ჩეხეთს მოუგო და მერვედფინალში გავიდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 54 /
ბებიაშენისავ
Footbol
27 ივნისი 2024 13:12
1
რა თავხედია ამას უყურე რა. თან კბილი გაგვკრა ანუ საქართველო იმ დონეზე ცუდი ნაკრებია მისი აზრით რომ მათ მაგიერ აუცილებლად ჩვენ უნდა გვეთამაშაო. ხტფუ ამის მე ან რა პოტენციალზე ლაპარაკობს? რობოტი ფეხბურთელების ერთ ფეროვან ჩაწოდებებზე აგებულ ულამაზო უფხო უმარილო მოთამაშეებისგან დაკომფლექტებულ ჩეხეთის ნაკრებზე?
მარგოშვილი-რამაზ
27 ივნისი 2024 13:11
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული