"სისულელეა და მაგ ადამიანს თავი დაანებეთ" - რას აცხადებს ბუდუ ზივზივაძე დიმა ობოლაძეზე?

AutoSharing Option
სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის წევ­რი ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძე ეხ­მა­უ­რე­ბა დი­მიტ­რი ობო­ლა­ძის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, თით­ქოს მან ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის სა­ზე­ი­მო და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე მას სი­ტყვა არ მის­ცა.

ფეხ­ბურ­თე­ლი ამ­ბობს, რომ მსგავ­სი არა­ფე­რი მომ­ხდა­რა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­უ­წო­დებს, ობო­ლა­ძე­ზე უარ­ყო­ფით კო­მენ­ტა­რე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვონ.

"სი­სუ­ლე­ლეა და მაგ ადა­მი­ანს და­ა­ნე­ბეთ თავი. თუ ვინ­მე რამე ცუდს ამ­ბობს დი­მა­ზე, ვფიქ­რობ, რომ ბო­დი­ში აქვთ მო­სახ­დე­ლი, იმი­ტომ, რომ არა­ნა­ი­რი ეგე­თი ფაქ­ტი არ ყო­ფი­ლა“, - გა­ნა­ცხა­და ზივ­ზი­ვა­ძემ. მის კო­მენ­ტარს "იმე­დი" ავ­რცე­ლებს.

ცნო­ბის­თვის, გუ­შინ ღო­ნის­ძი­ე­ბის ერთ-ერთ მო­მენ­ტში, პირ­და­პირ ეთერ­ში ის­მის სა­ღა­მოს წამ­ყვა­ნის, კო­მენ­ტა­ტო­რის, დიმა
ობო­ლა­ძის ხმა, რო­მე­ლიც ამ­ბობს - "შენ არ გა­მო­დი­ხარ". ეს ვი­დეო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ისე, რომ თით­ქოს­და, ობო­ლა­ძე ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძეს ეუბ­ნე­ბო­და, სი­ტყვით არ გა­მო­სუ­ლი­ყო.

ამ თე­მა­ზე ვი­დეომი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა დიმა ობო­ლა­ძე­მაც.

"ახლა მოვ­რჩით სა­ღა­მოს და სქ­რი­ნებს მიყ­რი­ან, ბუ­დუს ვუ­თხა­რი მე თურ­მე, სი­ტყვას არ გაძ­ლე­ვო. ზღვა­რი ხომ აქვს ყვე­ლა­ფერს? მსგავ­სი არა­ფე­რი არ ყო­ფი­ლა, სა­ერ­თოდ არ მქო­ნია ასე­თი კონ­ტაქ­ტი ბუ­დუს­თან.

შე­იძ­ლე­ბა სხვას ვუ­თხა­რი. უნდა გა­მო­სუ­ლი­ყო ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლი სი­ტყვით, აღარ გა­მო­ვი­და და შე­იძ­ლე­ბა მას ვუ­თხა­რი. მახ­სოვს, მას ვკი­თხე, სი­ტყვით არ გა­მო­დი­ხარ? და (პა­სუ­ხი იყო) არა. მორ­ჩა, ეგ იყო და ეგ, რა ბუ­დუს ვუ­თხა­რი, ხალ­ხო, რას იგო­ნებთ?!

წყარო: Ambebi.ge
მკითხველის კომენტარები / 71 /
ბუდუს გააგიჟებენ ნაცები " ბუდუმანიით"
42
საგანგაშოა ზუსტად ამდენი გულღრძო რეგვენი გვყოლია ..რამ გაგამწარათ ესე თქვე ნაძირლებო მთელი ერი ვზეიმობთ გამარჯვებას და თქვენ ალია ტაბულა ნეტგაზეთი ბათუმელებირადიო თავისუფლწბა და ათობით ბოზბანდა ჩასაფრებულიხართ ეგებ ხიწვი იპოვნოთ სადმე ...მე გეტყვით მოვა ოქტომბერი და დირე გაგერჭობათ ერთადგილას მერე იძახეთ მაიდანი თქვე ჭირიანებო....
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული