კაცნაკლული თბილისის "დინამო" "მორნარს" დაუზავდა და გათამაშებას გამოეთიშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი თბილისის „დინამოსა“ და „მორნარს“ შორის 1:1 დასრულდა და ქართული გუნდი გათამაშებას გამოეთიშა.

მეცხრამეტე წუთზე ბოლო იმედის ჯარიმის გამო მსაჯმა უგრეხელიძე გააძევა და მასპინძლები, რომლებსაც პირველი შეხვედრა 1:2 ჰქონდათ წაგებული, მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდნენ. მიუხედავად რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენისა „დინამო“ ოქრიაშვილის წინამძღოლობით განუწყვეტლივ უტევდა და სხირტლაძის აქტიური მოქმედების შედეგად 16 წლის სალიამ პოპოვიჩის კარი დალაშქრა.

შესვენების შემდეგ ზორიჩმა საიმონისგან რიკოშეტით ანგარიში გაათანაბრა და გოლი ტრიბუნებთან მირბენით და გულშემტკივრების მიმართ გამაღიზიანებელი ჟესტით აღნიშნა. ფელდჰოფერის შეგირდები შეტევაზე გადავიდნენ და
ხვადაგიანის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. მეტოქეს გაუთავებელი პაუზებით გაჰყავდა დრო და მიზანსაც მიაღწია.

თბილისი. „მიხეილ მესხი“
დინამო (თბ) - მორნარი 1:1
გოლები: 1:0 სალია (32), 1:1 ზორიჩი (57)
გაძევება: უგრეხელიძე (19)

დინამო (თბ): მაქაცარია, უგრეხელიძე, კალანდაძე, ხვდაგიანი, ბაგრატიონი, ოსიყმაშვილი (სამუშია 82), საიმონი (ლომინაძე 82), სალია (ცეცხლაძე 57), სანტისი (კადეტე 57), ოქრიაშვილი, სხირტლაძე (იობაშვილი (70)

alt1:2 "მორნართან". ფრესთანაც ახლოს ვიყავით - თბილისის "დინამოს" მომდევნო ეტაპზე გასვლა შეუძლია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 56 /
ამ აჯაფსანდალზე რა კომენტარი უნდა გააკეთო. ერთადერთი იმის თქმა ნაღდად შეიძლება, რომ ამ ბიჭმა - სალიამ დროზე უნდა გაასწროს ამ ჭაობიდან, სანამ ჩაუთრევია. გოლს გილოცავ, ახალგაზრდა მეგობარო და წარმატებებს გისურვებ! გული არ გაიტეხო და ბევრი იშრომე, ბუნებამ ნიჭით დაგაჯილდოვა და აბა შენ იცი! პირველ რიგში წესიერი აგენტი შეარჩიე, თუ კაცი ხარ და პირველივე კარგ ვარიანტს ჩაებღაუჭე, ღმერთი შენსკენ! სამწუხაროდ, ჩვენთან ამჟამად შინაურ ფეხბურთს არ უდგას კარგი დღე!
ამატაკი
01:59 19-07-2024
0
თბილისის ფიფიამ კიდევ ერთხელ ჩეიჯ...ვა. საწყენი რა არის იცით, არცერთი ჩვენი საყვარელი ვეტერანი ხმას რომ არ იღებს. აგერ ეხლახანს გამოვიდა ერთი ჩვენი საყვარელი ვეტერანი, სტადიონზეც იყო დღეს. და განაცხადა, ფიფია მაგრად მუშაობს და დინამოს ადმინისტრაციაო. არადა ამ ადამიანმა დაწერა დინამოს ისტორია გუნდელებთან ერთად 1981 -ში.
გიორგი
01:50 19-07-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული