კაცნაკლული თბილისის "დინამო" "მორნარს" დაუზავდა და გათამაშებას გამოეთიშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი თბილისის „დინამოსა“ და „მორნარს“ შორის 1:1 დასრულდა და ქართული გუნდი გათამაშებას გამოეთიშა.

მეცხრამეტე წუთზე ბოლო იმედის ჯარიმის გამო მსაჯმა უგრეხელიძე გააძევა და მასპინძლები, რომლებსაც პირველი შეხვედრა 1:2 ჰქონდათ წაგებული, მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდნენ. მიუხედავად რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენისა „დინამო“ ოქრიაშვილის წინამძღოლობით განუწყვეტლივ უტევდა და სხირტლაძის აქტიური მოქმედების შედეგად 16 წლის სალიამ პოპოვიჩის კარი დალაშქრა.

შესვენების შემდეგ ზორიჩმა საიმონისგან რიკოშეტით ანგარიში გაათანაბრა და გოლი ტრიბუნებთან მირბენით და გულშემტკივრების მიმართ გამაღიზიანებელი ჟესტით აღნიშნა. ფელდჰოფერის შეგირდები შეტევაზე გადავიდნენ და
ხვადაგიანის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. მეტოქეს გაუთავებელი პაუზებით გაჰყავდა დრო და მიზანსაც მიაღწია.

თბილისი. „მიხეილ მესხი“
დინამო (თბ) - მორნარი 1:1
გოლები: 1:0 სალია (32), 1:1 ზორიჩი (57)
გაძევება: უგრეხელიძე (19)

დინამო (თბ): მაქაცარია, უგრეხელიძე, კალანდაძე, ხვდაგიანი, ბაგრატიონი, ოსიყმაშვილი (სამუშია 82), საიმონი (ლომინაძე 82), სალია (ცეცხლაძე 57), სანტისი (კადეტე 57), ოქრიაშვილი, სხირტლაძე (იობაშვილი (70)

alt1:2 "მორნართან". ფრესთანაც ახლოს ვიყავით - თბილისის "დინამოს" მომდევნო ეტაპზე გასვლა შეუძლია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 56 /
გადაარქვით სახელი ამ სამარცხვინო გუნდს სირცხვილია და უკვე მეტისმეტია..უკვე არცერთი ქვეყნის სამოყვარულო გუნდი არ დარჩა ვისთანაც არ წაუგიათ
იკა
23:20 18-07-2024
0
ამაზრზენი და სამარცხვინო გუნდი.სახელი მაინც გადაარქვით თქვე უნამუსოებო.ვინ იცის ყიფიანი,დარასელია და სხვა ლეგენდები საფლავში ტრიალებენ.ხთფუ თქვენი..... უთავმოყვარეებო
გელა
23:22 18-07-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული