"კარი გავზომეთ ჩვენით, ამათგან ყველაფერს ველოდით" - "ტორპედო" საშინელ პირობებში ემზადებოდა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედომ" ორრაუნდიან დაპირისპირებაში ალბანურ "ტირანას" აჯობა და კონფერენს ლიგის მომდევნო ეტაპზე კვიპროსულ "ომონიას" შეხვდება. ქუთაისური კლუბის პრესსამსახურის უფროსის, ედო ბადალაშვილის თქმით, ჩვენი გუნდი შეხვედრისთვის საშინელ პირობებში ემზადებოდა:

"გუშინ დილით ჩამოვედით. გუნდს უნდა ევარჯიშა, მაგრამ მასპინძელმა კლუბმა არ დაგვახვედრა სათანადო სავარჯიშო მინდორი. გუნდს არ უვარჯიშია მატჩამდე. არ ჩატარდა წინასამატჩო პრესკონფერენცია.

გასახდელში საშინელი სიცხე, არანაირი არაფერი.

დღეს მატჩამდე ორივე კარი გავზომეთ ჩვენით, რადგან ყველაფერს ველოდით ამათგან - აღმოჩნდა, რომ არც ისე ტყუილად. ერთ-ერთი კარი სტანდარტულზე პატარა იყო. დელეგატმა, თუ გენდომებათ, მატჩს
ჩავშლითო… ბიჭებმა ერთმანეთში ისაუბრეს და არა, ვითამაშებთ ყველაფრის მიუხედავადო..."

დაველოდოთ, უეფა რა სანქციებს მიმართავს!..

alt"ტორპედომ სტუმრად "ტირანას" მოუგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 18 /
გუშინდელ თამაშს ვუყურე და ტორპედოს საცოდაობით დავიწვი. მე, დათო კერესელიძეს ჭკვიან კაცად ვიცნობ და ეგ რა უბედურებაში ყრის ამ ფულს კაცო ეს კაცი. გუნდი ფაქტიურად ვერ მოძრაობს, ვერ დარბის, ადგლიზე დამდგარ ფეხბურთს თამაშობს. პასი არ გამოდით, მოწინააღმდეგეს ესენი ვერ ატყუებენ, შეტევაში არანაირი იმპროვიზაცია და ფანტაზია, დაცვაში უამრავი წუნი. საიდან მოიყვანეს ამდენი უსახური ლეგიონერი? ეგ ერთი ცენტრ-ფორვარდი რომ არი იმას არაუშავს კიდევ, თორემ დანარჩენები გაკოჭე ერთად და გაატანე რიონს. ასეთი თამაშით უნდა ტორპედოს შედეგების მიღწევა??? იქით კიდევ ბათუმმა და თბილის დინამომ "გვასახელეს", მოკლედ ცოდვის გაკითხვაა ამ ქართულ საკლუბო ფეხბურთში.
დათო
15:11 19-07-2024
3
ანუ დიდ კარს მეორე ტაიმში მეორე მხარეს გადაიტანდნენ რადგან ჩვენი მეკარე მეორე ტაიმისთვის ხომ მეორე მხარეს იქნებოდა? თუ ეგ ვერ გათვალეს რო ტვიტონაც დიდში მოუწევდატ მეორე ტაიმში?
ნოდო
15:10 19-07-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული