სტივ კინი: ახალი ფეხბურთელებიც გაგვაძლიერებენ და და შედეგიც მოვა

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში სტუმრად "ტირანას" 1:0 დამარცხებისა და მომდევნო ეტაპზე გასვლის შემდეგ, კლუბის პრესსამსახურთან კომენტარი "ტორპედოს" მწვრთნელმა სტივ კინმა გააკეთა:

"პირველ რიგში, დიდი მადლობა გუნდის ყველა ფეხბურთელს - ადგილზე არაერთი პრობლემის მიუხედავად, მათ სასურველი შედეგის მისაღწევად ყველაფერი გააკეთეს, თითოეული მათგანი მაქსიმალურად დაიხარჯა. რთული მატჩი გამოვიდა, ამის მოლოდინი გვქონდა, მაგრამ სწორი მუშაობით შემდეგ ეტაპზე გავედით.

კარგი გუნდი ვართ, ვპროგრესირებთ, შემდეგ ეტაპზე ახალი ფეხბურთელებიც გაგვაძლიერებენ. რაც მთავარია, ვიზრდებით და შედეგიც მოვა. ბოლოს განსაკუთრებული მადლობა “ჯუნგლებს”. დიდი მანძილის მიუხედავად,
ჩამოვიდნენ და როგორც ყოველთვის, დღესაც ჩვენს გვერდით იყვნენ. ვულოცავ მათ ამ გამარჯვებას. მადლობა".

"ტორპედო" მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსის "ომონიას" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
პატო წამოიყვანეთ !!!
ქართველი
23:47 19-07-2024
0
შენ ხარ ფიზკულტურის მასწავლებელის ლეველი მწვრთნელი. გიგაურს დამხმარე ჩამშლელი/საყრდენი არ მოუყვანა და მარჯვენა მცველი აურო შეუწყვილა რომელმაც გუშინ ფეხი მოიტეხა რომელიც ომონიასთან ვერცერთში ვერ ითამაშებს ესეც შენი "დამსახურებაა". სახო 2 თვეა ჩამოსულია და 1 წუთი არ უთამაშია. ნადარაია უსუსტესი მარცხენა მცველია არა საევროპოდ არამედ შიდა ჩემპიონატშიც ამას კიდე გამოასწორებს ახლად დამატებული ვარლეი დადგება მის პოზიციაზე და 2 თავით აჯობებს არასაიმედო ნადარაიას. ელიტონი ნული გყავთ და ცენტრში მისი სათანადო შემცვლელიც არ დაიმატეს. ვინგერი ჟორჟინიო დოღის ცხენივითაა მარტო სირბილი შეუძლია შემტევი სქილები ნულთან ახლოს აქვს მარა იმ შენელებული ჯუნიორის დაყენებას ისევ ამის დაყენება ჯობია ირბენს და დაცვას მაინც მიეხმარება. იონსენი მართლაც მაღალი კლასია ფელიოე პირესი სადღაც ახლოსაა მასთან ნინკოვიჩი კლასიანი საიმედო გამთამაშებელია მარა ვაი რომ მესამოცე წუთის შემდეგ საშინლად იღლება. იმედია ის ფორვარდი იონსანე და მარცხენა ვინგბექი ვატლეი გაამართლებს რომელიც ლამის 1 მილიონი ღირს ტრანსფერმარკეტზე მაგრამ ამ მწვრტნელის ხელში ლეგიონერები მათი მაქსიმუმის სამოც პროცენტსაც ვერ აჩვენებენ. გუნდის თამაშში არანაირი მწვრტნელის მონახაზები დაგეგმილი ამოსვლა შეტევა არ იგრძნობა ეს კი პატივცემული სტივ კინის ბრალია და მერომ კერესელიძე ვიყო ამ მწვრტნელს ომონიას თამაშების შემდეგ გადავაყენებდი და სხვა უფრო კვალიფიციურ ევროპელ მწვრტნელს მოვიყვანდი ახალი იდეებით რომელიც გუნდს მაღალ პრესინგს ათამაშებს და 60 წუთში რომ იღლებიან ასევე კვალიფიციურ ფიზმომზადების მწვრტნელსაც მოვიყვანდი მასთან ერთად და თუ ვერ თმობთ ამ სტივ კინს გადაიყვანეთ და სპორტულ დირექტორად ან მენეჯერად დანიშნეთ ბოლოსდაბოლოს ეს მწვრტნელი რაც არუნდა პერიშიჩი და ნაბი მოუყვანო შედეგს ვერ მოგცემს იმიტო რო არააქვს მას მეტი კლასი მისი ჭერი და მაქსიმუმი დოღლიგის ჩემპიონობაა ევროტურნირებზე უფრო ძლიერ გუნდებთან ამის იმედი არ უნდა გქონდეთ ტორპედოს ფანებს. ისე კი მთელი გულით გისურვებთ ომონიასთან წარმატებებს ბრძოლით და ოფლით მაინც შეგიძლიათ მათი გამოგდება.
M-33
22:25 19-07-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული