"ერთხელ ვილიმ გამიყვანა და მითხრა, კოლექტივთან არ ახლობლობ და რაშია საქმეო?" - გიორგი გველესიანმა აქამდე უცნობი ისტორია გაამხილა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "პერსეპოლისის" ცენტრალურმა მცველმა გიორგი გველესიანმა ნოე სულაბერიძის გადაცემაში "ნოესთან" სხვადასხვა თემაზე ისაუბრა.

გველესიანის თქმით, იგი კლასიკურ ფეხბურთელებს არ ჰგავს და კოლექტივთან მუდმივად კონტაქტს ვერ ახერხებს.

"ყოველთვის აღნიშნავდნენ ფეხბურთელები, რომ ჩემთან მეგობრობა ცოტა ერთულებოდათ. განა იმიტომ, რომ ვერ შეძლებდნენ ან არ შეეძლოთ, უბრალოდ ტიპაჟურად სხვა ფეხბურთელებისგან განვსხვავდებოდი. ამას ჩემ სასიკეთოდ არ ვამბობ. ხანდახან კოლექტივთან ერთად როცა ხარ, ჯობს, რომ იმ კოლეგებთან 100%-ით კონტაქტური იყო და მე ეს მიჭირდა...

ვილიმაც აღნიშნა ერთხელ, გამიყვანა გვერდით და მითხრა: "გიორგი, შენ
როგორც გიყურებ, მაინცდამაინც კოლექტივთან არ ახლობლობ და რაშია საქმეო?" ვუთხარი, რომ ასეთი ტიპაჟი ვარ, შესაძლოა, ირანის გავლენაც კი იყოს-მეთქი. ჰო, დარწმუნებული ვარ, რომ ირანის გავლენაც იქნებაო...

სინამდვილეში, ეს ირანის გავლენა არ არის, თუმცა მარტო ცხოვრების გავლენა არის. მაგრამ საერთო ჯამში, მაინც ალბათ განვსხვავდები ტიპაჟურად კლასიკური ფეხბურთელის გაგებისგან", - განაცხადა გველესიანმა.

altგველესიანის გოლმა "პერსეპოლისს" ჩემპიონობა მოუპოვა [VIDEO]

altრონალდოს ღირსეული საქციელი და გველესიანის მაღალი შეფასება - მათი გუნდების მატჩი 0:0 დასრულდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 32 /
ერთ რჩევას მოგცემ თავს ნუ იგრუზავ და ნურც სხვას დაგრუზავ 1200 ლარზე ვმუშაობ და ვცილობ ცხოვრება გავიხალისო. რატო არ გამომიძახეს ესა ისა რაც იყო იყო მორჩა .ჰეფი ენდით დამთავრდა ყველაფერი.
დავითი
09:24 22-07-2024
4
არიან ასეთი ხალხი უჭირთ საზოგადოებასთან ურტიერტობა. იმიტომ არა რომ არ უნდათ.
ზოგადად საზოგადოება არის ერთფეროვანი.
და როცა შენ განსხვავდები ამ ერთფეროვნებისგან გიჭრის მასში გათქვეფა. რეალურად ეს საზოგადოებაც ამჩვევს რო განსხვავებული ხარ და არ გიღებს.
აი მაგალითად რა მოსატანია ფეხბურთთან მაგრამ მაინც ავღნიშნავს.
რატომ მიდიან სასულიერო პირები ბერად, მათ შორის ისეთებიც არიან საერთოდ მარტო ცხოვრობენ, განდეგილები? რა გგონიათ მიზეზი?
სწორედ ეს ვე ეგუებიან იმ რეალოობას რაშიც საზოგადოება ცხოვრობს.
მიუხედავად ამ ხალხის დიდი სიყვარულისა ვერ ახერხებენ მათ გარემოცვაში ყოფნას.
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული