"ერთხელ ვილიმ გამიყვანა და მითხრა, კოლექტივთან არ ახლობლობ და რაშია საქმეო?" - გიორგი გველესიანმა აქამდე უცნობი ისტორია გაამხილა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "პერსეპოლისის" ცენტრალურმა მცველმა გიორგი გველესიანმა ნოე სულაბერიძის გადაცემაში "ნოესთან" სხვადასხვა თემაზე ისაუბრა.

გველესიანის თქმით, იგი კლასიკურ ფეხბურთელებს არ ჰგავს და კოლექტივთან მუდმივად კონტაქტს ვერ ახერხებს.

"ყოველთვის აღნიშნავდნენ ფეხბურთელები, რომ ჩემთან მეგობრობა ცოტა ერთულებოდათ. განა იმიტომ, რომ ვერ შეძლებდნენ ან არ შეეძლოთ, უბრალოდ ტიპაჟურად სხვა ფეხბურთელებისგან განვსხვავდებოდი. ამას ჩემ სასიკეთოდ არ ვამბობ. ხანდახან კოლექტივთან ერთად როცა ხარ, ჯობს, რომ იმ კოლეგებთან 100%-ით კონტაქტური იყო და მე ეს მიჭირდა...

ვილიმაც აღნიშნა ერთხელ, გამიყვანა გვერდით და მითხრა: "გიორგი, შენ
როგორც გიყურებ, მაინცდამაინც კოლექტივთან არ ახლობლობ და რაშია საქმეო?" ვუთხარი, რომ ასეთი ტიპაჟი ვარ, შესაძლოა, ირანის გავლენაც კი იყოს-მეთქი. ჰო, დარწმუნებული ვარ, რომ ირანის გავლენაც იქნებაო...

სინამდვილეში, ეს ირანის გავლენა არ არის, თუმცა მარტო ცხოვრების გავლენა არის. მაგრამ საერთო ჯამში, მაინც ალბათ განვსხვავდები ტიპაჟურად კლასიკური ფეხბურთელის გაგებისგან", - განაცხადა გველესიანმა.

altგველესიანის გოლმა "პერსეპოლისს" ჩემპიონობა მოუპოვა [VIDEO]

altრონალდოს ღირსეული საქციელი და გველესიანის მაღალი შეფასება - მათი გუნდების მატჩი 0:0 დასრულდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 32 /
ეტყობა დოსტოევსკიზე ესაუბრება თანაგუნდელებს და მხარი ვერ აუბეს, თავადი მიშკინის შეფასებაში ქონდათ აცდენა... "ტიპაჟურად განვსხვავდები ..." კარგი რა მართლა, ისინი თურმე სუყველა ერთნაირები, "ტიპაჟურები" არინ და ეს განსხვავდება... პრობლემები აქვს ამ ბიჭს აშკარად. თვითშეფასებაში.
ჰაჰაჰა
14:22 23-07-2024
8
აუუ, ეს კომენტარების დამწერები რა ცუდი და ჭორიკანა ტიპები ხართ, გული მერევა.
მთაბარია ადამიანი წესიერია და თავის საქმეს ხუთიანზე აკეთებს და რა ჯანდაბა გინდათ,
იტინგიცოს და ჯამბაზად იქცეს?
ფუ თქვენი მოსაწონი ხომ არავინ და არაფერია, გული მერევა თქვენნაირ შეუმდგარ და ყველაფრით უკმაყოფილო ხალხზე
ნინია
11:16 23-07-2024
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული