კატასტროფა - ბათუმის "დინამო" სახლში "დეჩიჩთან" 0:2 დამარცხდა... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ბათუმის „დინამო“ საკუთარ მოედანზე „დეჩიჩთან“ 0:2 დამარცხდა.

მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, პირველ ტაიმში ბევრს უტევდნენ, მომენტებიც ჰქონდათ, მაგრამ გომისმა გატანა ვერ შეძლო. მეორე ტაიმში აჭარული გუნდის იერიშები გაგრძელდა, ვიქტორის თავური მიზანს ასცდა, სტუმრებმა კი პირველივე შანსები გამოიყენეს - ჯერ შეცვლაზე შესულმა კამაიმ თავით დალაშქრა სილვას კარი, შემდეგ კი სტრიკოვიჩმა. კომპენსირებულ დროში ტამბედუს დარტყმული ბურთი მეკარე ნიკიჩმა მოიგერია და ბათუმის "დინამომ" მრცხი განიცადა.

საპასუხო შეხვედრა 30 ივლისს გაიმართება.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
დინამო (ბთ) - დეჩიჩი
0:2

გოლები: 0:1 კამაი (62), 0:2 სტრიკოვიჩი (67)

დინმო (ბთ): რ. სილვა, ჩიტეიშვილი (მალი 76), კობახიძე, ხარაბაძე, ვ. სილვა, სანტოსი, ვიქტორი, მამუჩაშვილი, გომისი, ღუდუშაური (ტამბედუ 66), ბლესა (მუჯირი 76)

alt"ეს "დინამოს" წინააღმდეგ აუცილებლად გამოგვადგება... "ლუდოგორეცმა" ქართული ბარიერი იღბლის წყალობით დაძლია" - რა თქვა "დეჩიჩის" მწვრთნელმა ბათუმური მატჩის წინ

მკითხველის კომენტარები / 51 /
გველესიანი რას ამბობს? ამათ რატომ გამოსდით თამაში ნაკლებადო? სქესზე თუა დამოკიდებული? რა ხდება, რა ამბავია? :დდდდდდდდდდდდდდდდდდდდ
aeeeee
02:09 25-07-2024
3
ბიჭო რა არ მესმის იცით? ლეგიონერი რომ ჩამოგყავს ისეთი რომელმაც სხვაგან წარმატებას ვერ მიაღწია რატო ფიქრობ რომ ეს წარუმატებელი ფეხბურთელი შენ გამოგადგება.მწვრთნელებზეც იგივეს თქმა შეიძლება ყარაულის თოფივით რაღაც გაუვარდებათ და მორჩა ტოპ მწვრთნელია
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული