კატასტროფა - ბათუმის "დინამო" სახლში "დეჩიჩთან" 0:2 დამარცხდა... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ბათუმის „დინამო“ საკუთარ მოედანზე „დეჩიჩთან“ 0:2 დამარცხდა.

მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, პირველ ტაიმში ბევრს უტევდნენ, მომენტებიც ჰქონდათ, მაგრამ გომისმა გატანა ვერ შეძლო. მეორე ტაიმში აჭარული გუნდის იერიშები გაგრძელდა, ვიქტორის თავური მიზანს ასცდა, სტუმრებმა კი პირველივე შანსები გამოიყენეს - ჯერ შეცვლაზე შესულმა კამაიმ თავით დალაშქრა სილვას კარი, შემდეგ კი სტრიკოვიჩმა. კომპენსირებულ დროში ტამბედუს დარტყმული ბურთი მეკარე ნიკიჩმა მოიგერია და ბათუმის "დინამომ" მრცხი განიცადა.

საპასუხო შეხვედრა 30 ივლისს გაიმართება.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
დინამო (ბთ) - დეჩიჩი
0:2

გოლები: 0:1 კამაი (62), 0:2 სტრიკოვიჩი (67)

დინმო (ბთ): რ. სილვა, ჩიტეიშვილი (მალი 76), კობახიძე, ხარაბაძე, ვ. სილვა, სანტოსი, ვიქტორი, მამუჩაშვილი, გომისი, ღუდუშაური (ტამბედუ 66), ბლესა (მუჯირი 76)

alt"ეს "დინამოს" წინააღმდეგ აუცილებლად გამოგვადგება... "ლუდოგორეცმა" ქართული ბარიერი იღბლის წყალობით დაძლია" - რა თქვა "დეჩიჩის" მწვრთნელმა ბათუმური მატჩის წინ

მკითხველის კომენტარები / 51 /
ფსკერზეა დაშვებული ჩვენი საკლუბო ფეხბურთი,მიზეზი უამრავია და სიმართლის თქმას ბევრი ერიდება,ყოველ წელს ერთი და იგივე მეორდება!
დავითი
23:06 24-07-2024
0
კატასტროფა რატოა? პირველად ხდებაა?
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული