"სანამ კინი "ტორპედოს" მწვრთნელია, "ჯუნგლები" ტრიბუნას ვტოვებთ" - "ტორპედოს" ფანების განცხადება [PHOTO]

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის 22-ე ტურში "ტორპედო" შინ გორის "დილასთან" 1:5 დამარცხდა. მატჩის შემდეგ ქუთაისელთა გულშემატკივრებმა პროტესტი გამოხატეს და "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის, სტივ კინის გუნდიდან წასვლა მოითხოვეს.

ქუთაისელთა გულშემატკივრებმა ("ჯუნგლებმა") საკუთარ "ფეისბუქგვერდზე" განცხადება გაავრცელეს.

"ჩვენი მოთხოვნა მტკიცე და უცვლელია, სანამ კინი "ტორპედოს" მწვრთნელია, "ჯუნგლები" ტრიბუნას ვტოვებთ!!!", - წერს ჯუნგლები.

Sportall.Ge


შეგახსენებთ, "ტორპედო" ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში 41 ქულით მეორე ადგილს იკავებს და პირველადგილოსან გორის "დილას" 6 ქულით ჩამორჩება. სტივ კინის გაწვრთნილი გუნდი მორიგ მატჩს 1-ელ სექტემბერს, ბათუმის "დინამოს" წინააღმდეგ გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 41 /
ბასილაძე დაალპო სათადარიგო სკამზე, ფაცაციას არ ათამაშებდა, საყრდენი ზონა პრახადნოი დვერი, დაცვა დირკა, ყველა ვიზავი მწვრთნელი მეორე ტაიმში უჯოკრავს, გოლის გატანის შემდეგ გუნდს აჯენს დაცვაში, შემტევი უკან არ მორბის დაცვის მისახმარებლად, გუნდი უფანტაზიოა შეტევაში და გოლების უმრავლესობა 2-3 კარგი ინდივიდუალისტის ხარჯზე გადის მხოლოდ, ჟორჟინიოს ათამაშებს, რომელიც კარგად დარბის, მაგრამ არ იცის სად არის კარის ჩარჩო. კაროჩე скользкий тип. სასწრაფოდ უნდა წავიდეს. მოკლედ სამი სიტყვით დავახასიათებ კინს; მწვრთნელი იდეების გარეშე.
არქიმედე
16:25 26-08-2024
1
გუნდში რომ ამხელა ინვესტიციას მოიტანენ, იმ გუნდის ხელმძღვანელობას ასეთი ულტიმატუმის ენით არ უნდა ელაპარაკო. მაგ ლოგიკით და გზით ვერაფერს მოიგებთ. მაგ რადიკალულ აქტივობას, ჯობია დაასრულებინოთ ამ კაცს და ჩემპიონატი და მწვრთნელ-ფეხბურთელებს და ხელმძღვანელობას დაუდგეთ გვერდით სანამ გვიან არაა. ბათუმს რა მოუტანა მსგავსმა მიდგომამ ნახეთ. მეტნაკლებად აწყობილი და გამართული (ქართული სტანდარტებით მითუმეტეს) პროექტი მოისროლეს გვერდზე და სანატრელი გაუხდათ საგაისო ევროტურნირები. წელს რაც ქნეს კი ხედავთ...
Irakli Apkhaidze
16:20 26-08-2024
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული