დემეტრაძის სუპერგოლი და შედეგიანი მატჩი - საქართველოს ნაკრების ვეტერანები "მილანის" ლეგენდებთან პენალტების სერიაში დამარცხდნენ

AutoSharing Option
დღეს, 21 სექტემბერს, ლეგენდების სერიის მეორე მატჩში ერთმანეთს საქართველოს ნაკრებისა და მილანის ლეგენდები დაუპირისპირდნენ - მატჩის ძირითადი დრო ფრედ 2:2 დასრულდა, პენალტების სერიაში კი საქართველოს ნაკრები "როსონერისთან" 1:3 დამარცხდა.

პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, "როსონერის" რიგებიდან განსაკუთრებით რიკარდო კაკა აქტიურობდა და ორი კარგი მომენტიც ჰქონდა, თუმცა ორივე შემთხვევაში მიზანმა უმტყუნა. მოწოდების სიმაღლეზე იყო დიდაც, ბრაზილიელმა მეკარემ საჯარიმოს გარედან სანდრო კობახიძის დარტყმული მოიგერია.

38-ე წუთზე გიორგი დემეტრაძემ ალექსანდრე იაშვილის იდეალური პასით ისარგებლა, მეტოქე ეფექტურად ჩამოიშორა და შეხვედრაში ანგარიში გახსნა.

მეორე ტაიმში
55-ე წუთზე კაფუს პასით ბორიელომ გაათანაბრა. რამდენიმე წუთში მარცვალაძის პასით სირაძემ ისარგებლა და საქართველოს ნაკრები კვლავ წინ გავიდა.

საბოლოდ, ზეედორფმა კაკას პასით გაიტანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა. მატჩი 75-ე წუთზე დასრულდა და პენალტები დაინიშნა, სადაც საქართველოს ნაკრები 1:3 დამარცხდა.

მკითხველის კომენტარები / 23 /
Ასეთი თამაშები მომავალში ჩაატარეთ ან აღდგომას ან მარიამობას რო ეს იქანე-აქანე ხალხი გაკრეფილი იქნება და მოედანზე არ გადახტებიან უნახავები
Ზაკო
09:02 22-09-2024
13
როცა შეეძლოდ მაშინ არ უქნიათ ხეირი, თამაშს თამაშზე აგებდნენ და ყველა მეტოქე შინ თუ გარეთ ჩვენთან ულაპარაპო 3 ქულას გეგმავდა. იმედგაცრუების მეტი არაფერი მოუტანიათ ქართველი გულშემატკივრისათვის. მესხს და მეტრეველსაც თუ უთამაშია მსგავსი მატჩი, მათ ძალიან დიდი დამსახურება ჰქონდათ ქართველი ერის წინაშე,მარტო ის რად ღირს, 1964 ში იმ ბოროტების ხანაში, დინამო თბილისი სსრკ-ს ჩემპიონი გახადეს.
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული