დემეტრაძის სუპერგოლი და შედეგიანი მატჩი - საქართველოს ნაკრების ვეტერანები "მილანის" ლეგენდებთან პენალტების სერიაში დამარცხდნენ

AutoSharing Option
დღეს, 21 სექტემბერს, ლეგენდების სერიის მეორე მატჩში ერთმანეთს საქართველოს ნაკრებისა და მილანის ლეგენდები დაუპირისპირდნენ - მატჩის ძირითადი დრო ფრედ 2:2 დასრულდა, პენალტების სერიაში კი საქართველოს ნაკრები "როსონერისთან" 1:3 დამარცხდა.

პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, "როსონერის" რიგებიდან განსაკუთრებით რიკარდო კაკა აქტიურობდა და ორი კარგი მომენტიც ჰქონდა, თუმცა ორივე შემთხვევაში მიზანმა უმტყუნა. მოწოდების სიმაღლეზე იყო დიდაც, ბრაზილიელმა მეკარემ საჯარიმოს გარედან სანდრო კობახიძის დარტყმული მოიგერია.

38-ე წუთზე გიორგი დემეტრაძემ ალექსანდრე იაშვილის იდეალური პასით ისარგებლა, მეტოქე ეფექტურად ჩამოიშორა და შეხვედრაში ანგარიში გახსნა.

მეორე ტაიმში
55-ე წუთზე კაფუს პასით ბორიელომ გაათანაბრა. რამდენიმე წუთში მარცვალაძის პასით სირაძემ ისარგებლა და საქართველოს ნაკრები კვლავ წინ გავიდა.

საბოლოდ, ზეედორფმა კაკას პასით გაიტანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა. მატჩი 75-ე წუთზე დასრულდა და პენალტები დაინიშნა, სადაც საქართველოს ნაკრები 1:3 დამარცხდა.

მკითხველის კომენტარები / 23 /
მოიგონეს გასართობი. როცა საჭირო იყო მაშინ ვერაფერი ქნეს და ახლა ...

საკმარისია ამ პენსიონერი მილიონერების ძუნძული!!!
33
თავმოყვარე ერი დემეტრაძეს არ მისცემდა სტადიონზე გასვლის უფლებას...
პილიგრიმი
22:03 21-09-2024
48
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული