"მჯერა, რომ ნეაპოლის შემდეგ, პარიზსაც განსაკუთრებული სიხარული ელის!" - გიორგი ქინქლაძე ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერს გამოეხმაურა

AutoSharing Option
ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი, გიორგი ქინქლაძე ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიდან" "პარი სენ ჟერმენში" გადასვლას, სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა და "კვარას" წარმატებები უსურვა.

"კარგად მესმის, რას ნიშნავს იყო ქართველი და თან ფეხბურთს ამ ესთეტიკით თამაშობდე. კიდევ უფრო კარგად ვიაზრებ, რამდენად რთულია მიმზიდველი, საფირმო სტილის დაცვით წარმატების ისტორია შექმნა და ამ ყველაფერს, გვირგვინად, გუნდური და ინდივიდუალური ტიტულები დაადგა.

ხვიჩა კვარაცხელიამ შეძლო ის, რაზეც დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთი არსებობის პირველი დღიდან ოცნებობს. კვარამ წარსული თაობების ნატვრა რეალობად აქცია და მომავალ თაობებს წარმატებისკენ მიმავალი ჭიშკარი შეუღო. იქცა
იმედად, რომ ხუთჯვრიანი დროშა მთავარ სცენებზე მუდმივად იფრიალებს.

ეს დიდი გაბრწყინების მხოლოდ გარიჟრაჟია და მჯერა, რომ ნეაპოლის შემდეგ, პარიზსაც განსაკუთრებული სიხარული ელის. წარმატებები!", - წერს ქინქლაძე საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე.

შეგახსენებთ, კვარაცხელია პსჟ-ს "პარტენოპეიდან" 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

altგადაწყდა - "ნაპოლი" კვარაცხელიას შემცვლელს 60 მილიონად შეიძენს

altხვიჩას ღირსეული ჟესტი - დე ლაურენტისს ბოლო თვის გასამრჯელო არ გამოართვა

alt"კვარაცხელიას და მარმუშის სანაცვლოდ 75 მილიონი გადაიხადეს, მსოფლიო საუკეთესო გუნდები კი ამ ფეხბურთელით არ ინტერესდებიან" - კასანომ გაკვირვება გამოხატა

მკითხველის კომენტარები / 4 /
სად ნახეთ ამის ინტელექტი, ან სხვების, ჯამარაულის, ნემსაძის, ყაველაშვილის და სხვების? როგორც ფეხბურთელი კარგი იყო, მაგრამ რა განათლებაზე და ინტელექტზეა საუბარი? ინტელექტუალი იყო ყიფიანი, კარგი უმაღლესი განათლებით. ამათ სკოლაშიც არ უვლიათ წესიერად, ისეთი დრო იყო. კი ბატონო, წინა თაობებს ნამდვილად ჯობიან ნააზრევის გადმოცემით, უცხო ენების ცოდნით(სასაუბრო დონეზე), ლოღიკური მსჯელობით, მაგრამ როგორც ინტელექტუალები ნამდვილად არ არიან.
ინტელექტიო?
13:04 22-01-2025
1
ქინქლაძეზე რაც არ უნდა ილაპარაკოთ აი ზარმაცობდაო და აშ. ახალგაზრდობაში შეიძლება შეცდომები დაუშვა, მაგრამ პიროვნულად ყოველთვის ყველაზე მაღლა იდგა თავის თაობაში და დღესაც ყველაზე მაღლა დგას. გინდ ინტელექტით გინდ ლაპარაკით, სულ სხვა დონეა ყველანაირად სუფთა ნათელი თან ინტელექტი. ამის სიტყვას სულ სხვა ფასი აქვს და ყველას უფრო აინტერესებს, ვისი მოსმენაც ნამდვილად სასარგებლოა ახალგაზრდა თაობისთვის, ერთადერთი მას დავრთავდი ნებას რომ ახალ თაობას რამე ასწავლოს და ელაპარაკოს. სად ეს და სად ისინი შეადარე აბა დააყენე და ალაპარაკე, საერთოდ საზოგადოებაში არ არიან გამოსაჩენი ზოგიერთები არათუ წარამარა აზრი ეკითხო და ან თანამდებობაზე დანიშნო
Bidzi
11:04 22-01-2025
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული