შეხვედრა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების თაობაზე

AutoSharing Option
29 იანვარს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების თაობაზე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში პრემიერ-მინისტრმა სპორტის საზოგადოებასთან სპორტის რეფორმა და თბილისის ახალი სტადიონის კონცეფცია განიხილა.

მრავალფუნქციური სტადიონი, რომელიც 70 000 გულშემატკივარზე იქნება გათვლილი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად დედაქალაქის გარეუბანში აშენდება, საქართველოს უმაღლესი რანგის საფეხბურთო, სარაგბო ტურნირების მასპინძლობის შესაძლებლობას მისცემს. ახალ სტადიონს მულტიფუნქციური დატვირთვა ექნება, მოეწყობა საკონცერტო და საკონვენციო ინფრასტრუქტურა.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა ისაუბრა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობაზე, რაც უფრო მეტ შესაძლებლობას აჩენს, მათ შორის, საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობის კუთხით.

შეხვედრას ესწრებოდნენ დედაქალაქის მერი კახა კალაძე, სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და საქართველოს რაგბის კავშირის წარმომადგენლები, ასევე მოქმედი და ვეტერანის სპორტსმენები.

მთავრობას ახალი სტადიონის მშენებლობისთვის საკონსულტაციო მომსახურებას ჰოლანდიური კომპანია გაუწევს. სტადიონის კონცეფციის შექმნაში უეფას ექსპერტები ჩაერთვებიან.

გარდა ამისა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნის მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობას და ამ კუთხით დაგეგმილ პროექტებს.

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 13 /
თემქაზე ააშენეთ რააა...სიხარულის ადგილზე..თან გარეუბანიცაა ..თან ეს სოფელი გლდანიც აქვეა
ღადაობთ?
23:14 29-01-2025
6
მრავალფუნქციური სტადიონიო, რომ აცხადებთ, იგულისხმება მათ შორის მძლეოსნობის შეჯიბრებისთვის? ანუ, სარბენი ბილიკებით? მე, როგორც ერთი რიგითი გულშემატკივარი, კატეგორიული წინააღმდეგი ვარ.ჩვენს დინამოზე კარსუკანა ტრიბუნებიდან ყურება კიდევ არაუშავს,აწეულია და დახრის კუთხე მოხერხებული, სხვა სტადიონებზე? უბრალოდ, საცოდაობაა... არ უნდა გვეღირსოს წმინდა საფეხბურთო სტადიონი? ასეთი ხომ უდიდესი კომფორტია როგორც გულშემატკივრისთვის, ისე მოთამაშეებისთვის.
მერაბი-1960
22:30 29-01-2025
5

სიახლეები პოპულარული