შეხვედრა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების თაობაზე

AutoSharing Option
29 იანვარს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების თაობაზე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში პრემიერ-მინისტრმა სპორტის საზოგადოებასთან სპორტის რეფორმა და თბილისის ახალი სტადიონის კონცეფცია განიხილა.

მრავალფუნქციური სტადიონი, რომელიც 70 000 გულშემატკივარზე იქნება გათვლილი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად დედაქალაქის გარეუბანში აშენდება, საქართველოს უმაღლესი რანგის საფეხბურთო, სარაგბო ტურნირების მასპინძლობის შესაძლებლობას მისცემს. ახალ სტადიონს მულტიფუნქციური დატვირთვა ექნება, მოეწყობა საკონცერტო და საკონვენციო ინფრასტრუქტურა.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა ისაუბრა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობაზე, რაც უფრო მეტ შესაძლებლობას აჩენს, მათ შორის, საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობის კუთხით.

შეხვედრას ესწრებოდნენ დედაქალაქის მერი კახა კალაძე, სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და საქართველოს რაგბის კავშირის წარმომადგენლები, ასევე მოქმედი და ვეტერანის სპორტსმენები.

მთავრობას ახალი სტადიონის მშენებლობისთვის საკონსულტაციო მომსახურებას ჰოლანდიური კომპანია გაუწევს. სტადიონის კონცეფციის შექმნაში უეფას ექსპერტები ჩაერთვებიან.

გარდა ამისა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნის მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობას და ამ კუთხით დაგეგმილ პროექტებს.

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 13 /
ასი ქარხნის აშენებას მორჩნენ და ეხლა სტადიონის მშენებლობაზე გადავიდნენ.დ.დ.
8
ფედერაციაში რაცარუნდა მოხდეს სიმართლეს გაუმარჯოს გასაშვებიაა ლევან კ9ბიაშვილი თავის სასტავთან ერთად აყომარებენ კლუბებს და კრისტალბეთან ერთად შოულობენ ფულებს კაზინოებმა დაღუპეს ქართული ფეხბურთი ეს იცოდეთ ვაფსე ყველამ.....
Karche ra
20:26 29-01-2025
11

სიახლეები პოპულარული