"ტორპედომ" "ლოკომოტივი 2" დაამარცხა და საქართველოს თასი მეხუთედ მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს თასის ფინალში „ტორპედომ“ მეოთხე ლიგის „ლოკომოტივი 2“ 2:0 დაამარცხა და თასის მოპოვებასთან ერთად კონფერენს ლიგაზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ქუთაისელები უპირატესობას ფლობდნენ, მომენტებს ქმნიდნენ, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა დედაქალაქური გუნდის მეკარე კოპალიანი. თუმცა მეორე ტაიმში „ტორპედომ“ ორჯერ დალაშქრა „ლოკოს“ კარი, შემდეგ თამაში სასურველ ტემპში გადაიყვანა და მატჩი მშვიდად მიიყვანა ლოგიკურ დასასრულამდე.

ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. ფინალის მონაწილე გუნდებს და მსაჯებს კუთვნილი თასი და მედლები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა და აჭარის
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ირაკლი თოთლაძემ გადასცეს.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
ტორპედო - ლოკომოტივი 2  2:0
გოლები: 1:0 კაბალიერო (56), 2:0 ქიმაძე (61)

ტორპედო: კვასხვაძე, გეგეჭკორი, სანდოხაძე, მონტეირო, ქიმაძე (ბუღრიძე 69), გიგაური, მანჯგალაძე (ტაბატაძე 90+1), შერგელაშვილი, გ. კუხიანიძე (ცინცაძე 76), არაბიძე (შულაია 69), კაბალიერო (ახვლედიანი 69)

ლოკომოტივი: კოპალიანი, გაბაძე, ანდრონიკაშვილი, პირტახია, ხარაიშვილი, ხინჩიაშვილი (ოქროპირიძე 80), მენთეშაშვილი (ოზბეთელაშვილი 72), შერმადინი (ხუციშვილი 66), კურტანიძე (მელიქიშვილი 72), ჭიაბრიშვილი (მუკბანიანი 80), კიკნაძე

მკითხველის კომენტარები / 10 /
გილოცავთ ტორპედოს ყველა გულშემატკივრებს ამ გამარჯვებას და ტიტულს. იმედია ეს დიდი წარმატებების დასაწყისი იქნება კლუბისთვის ბოლო სამწლიანი კრიზისის შემდეგ, მითუმეტეს ჩვენი ქვეყნის კვალობაზე საკმაოდ ამბიციური სპონსორი ჰყავს კლუბს და როგორც მატჩის წინ კლუბის დირექტორმა დააანონსა რომ გუნდი კიდევ უფრო გაძლიერდება კვალიფიციური ლეგიონერებით და ქართველებით ევროტურნირებისთვისო იმედია ესეც მოხდება. იქნებ თქვენ მაინც მოსწმინდოთ ნამუსი ქართულ საკლუბო ფეხბურთს ევროტურნრებზე, გულწრფელად გაახარებთ ამით ყველას და არამარტო ქუთათურებს.
Charley
23:53 07-12-2022
3
გილოცათ... წარმატებები... 5
ქუთაისი
21:58 07-12-2022
3

სიახლეები პოპულარული