ქუთაისელები უპირატესობას ფლობდნენ, მომენტებს ქმნიდნენ, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა დედაქალაქური გუნდის მეკარე კოპალიანი. თუმცა მეორე ტაიმში „ტორპედომ“ ორჯერ დალაშქრა „ლოკოს“ კარი, შემდეგ თამაში სასურველ ტემპში გადაიყვანა და მატჩი მშვიდად მიიყვანა ლოგიკურ დასასრულამდე.
ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. ფინალის მონაწილე გუნდებს და მსაჯებს კუთვნილი თასი და მედლები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა და აჭარის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ირაკლი თოთლაძემ გადასცეს.
ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
ტორპედო - ლოკომოტივი 2 2:0
გოლები: 1:0 კაბალიერო (56), 2:0 ქიმაძე (61)
ტორპედო: კვასხვაძე, გეგეჭკორი, სანდოხაძე, მონტეირო, ქიმაძე (ბუღრიძე 69), გიგაური, მანჯგალაძე (ტაბატაძე 90+1), შერგელაშვილი, გ. კუხიანიძე (ცინცაძე 76), არაბიძე (შულაია 69), კაბალიერო (ახვლედიანი 69)
ლოკომოტივი: კოპალიანი, გაბაძე, ანდრონიკაშვილი, პირტახია, ხარაიშვილი, ხინჩიაშვილი (ოქროპირიძე 80), მენთეშაშვილი (ოზბეთელაშვილი 72), შერმადინი (ხუციშვილი 66), კურტანიძე (მელიქიშვილი 72), ჭიაბრიშვილი (მუკბანიანი 80), კიკნაძე