ამავე წყაროს ცნობით, ახალგაზრდა ფეხბურთელი ხვალ შვეიცარიაში გაფრინდება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტსაც გააფორმებს.
სიგუა "დინამოს" აღზრდილია და მიმდინარე სეზონში გუნდის ერთ-ერთი ლიდერიც გახლდათ. მას ეროვნულ ნაკრებში დებიუტი მარტში ჰქონდა, როდესაც ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდი ამხანაგურად მონღოლეთს დაუპირისპირდა.
რაც შეეხება "ბაზელს", კლუბმა გასულ სეზონში შვეიცარიის ჩემპიონატში მე-5 ადგილი დაიკავა და კონფერენს ლიგის საგზური მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ შვეიცარიის ჩემპიონატის 2023/24-წლების სეზონი უკვე დაიწყო და "ბაზელი" პირველ ტურში გასვლაზე
სამაგიეროდ ბაზელში თუ ათამაშდა (ღმერთმა ქნას და წარმატებები მას!) შვეიცარიელები გაცილებით დიდ ფასში გაყიდიან. ჩვენ კი დაბალი დონის ჩემპიონატის გადამკიდე ვეღარ გავყიდით.
დაახლოებით ასეა, ცოტა უცნაური შედარებაა, მაგრამ მაინც, ჟიგული რომ იყიდო, ახალი კი ღირს ნახმარი ფირმა მანქანის ფასი, მაგრამ ერთ ან ორ წელიწადში 500 დოლარად ვერ მოიშორებ. ანუ აქ, ჩვენს ჩემპიონატში ვერ გაიზრდება 19 წლიდან. მანამდე კი, ინგლისი და იტალია დაგვიმარცხებია, მაგრამ 19 წლიდან ვეღარ ვითარდებიან ჩვენი ბიჭები საქართველოს ჩემპიონატში, რადგან სხვა სიმაღლე სჭირდება, მაღალი დონის პრაქტიკა...