სფფ-ში საქართველოს თასის წილისყრა გაიმართა

AutoSharing Option
15 სექტემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების მეოთხედფინალური და ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.

წილისყრაში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ექვსი, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის ერთი და კრისტალბეთ ლიგა 3-ის ერთი წარმომადგენელი მონაწილეობდა.

წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

დავით ყიფიანის სახელობის თასი

1/4 ფინალი

დილა - საბურთალო
სამგურალი - დინამო (თბ)
კოლხეთი 1913 - ტორპედო
ირაო - დინამო (ბთ)

1/2 ფინალი

დილა/საბურთალო - სამგურალი/დინამო (თბ)
კოლხეთი 1913/ტორპედო - ირაო/დინამო (ბთ)

დებულების თანახმად, წყვილებში გამარჯვებულებს ერთი მატჩი გამოავლენს. დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მეოთხედფინალური
ეტაპის მატჩები 24 ოქტომბერს, ხოლო ნახევარფინალური შეხვედრები 8 ნოემბერს გაიმართება. საქართველოს თასის ფინალური მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 1 /
ხომ იქეიფეს მერე.
xuta
11:34 16-09-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული