ოფიციალურად: ქუთაისის "ტორპედოს" პირველი ახალწვეული ჰყავს

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" პირველი ახალწვეული საჩხერის "ჩიხურას" ყოფილი ფეხბურთელი მიხეილ სარდალიშვილია.

25 წლის სარდალიშვილმა, რომელიც ამპლუით შემტევი ნახევარმცველია, კლუბთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, 3 იანვრიდან კი გუნდს შეუერთდება და ახალი სეზონისთვის მზადებას სწორედ ახალ გუნდთან ერთად დაიწყებს.

კარიერის განმავლობაში, სარდალიშვილს "გაგრაში", "ზესტაფონსა" და "ჩიხურაში" აქვს ნათამაშები. ეროვნული ლიგის გასულ სეზონში მან 35 მატჩში ითამაშა, სადაც თავი 8 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ამასთანავე, დავით ყიფიანის სახელობის თასზე, რომლის გამარჯვებულიც გახდა, 4 გოლი გაიტანა.

წყარო: fctorpedo.ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
კარგი იქნება თუ გამოცდილ ლეგიონერებს ჩამოიყვანენ,ან უცხოეთში მეტ ნაკლებად წარმატებით მოთამაშე ქართველებს დაიმატებენ,ასევე თავისუფალ აგენტთა ბაზარზეც ღირს ბედის მოსინჯვა.
ევროტურნირებისთვის უნდა გაძლიერდნენ და შეთამაშდნენ აუცილებლად.
Giorgi
17:08 25-12-2017
0
კარგი სურვილებია,110 ათასი გაიგო სამარცხვინოთ კლუბის მეპატრინემ 1წლის განმავლობაში,ეს ვის მოიყვანს...არც იფიქროთ..
gaga
05:01 26-12-2017
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული