ვარდი, სანჩესი, ერნანდესი - "მანჩესტერ იუნაიტედს" შეტევის გაძლიერება სურს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედი" მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში შეტევის გაძლიერებას აპირებს.

ჟოზე მოურინიოს სიაში სამი ფეხბურთელი - ჯეიმი ვარდი, ალექსის სანჩესი და ხავიერ ერნანდესი მოხვდნენ.

ინგლისური პრესის ინფორმაციით, აქედან ერთ-ერთი იანვარში "მანჩესტერის" ფორმას მოირგებს.

"ლესტერის" ფორვარდის, ვარდის სატრანსფერო ღირებულება 35 მილიონ ევროს შეადგენს.

პორტუგალიელ სპეციალისტს კი მუდმივად გამტანი ფორვარდი სჭირდება და ვარდი ერთ-ერთი ასეთი ალტერნატივაა.

ბევრი ითქვა და დაიწერა სანჩესის ტრანსფერზე. მისი შეძენა "იუნაიტედის" თანაქალაქელ "სიტისაც" სურს.

ხავიერ ერნანდესის, "ჩიჩარიტოს" დაბრუნების თემა კი, "მანჩესტერისთვის" ახალია.

ჟოზე მოურინიო მექსიკელს ძალიან აფასებს, თავის მხრივ კი,
"ვესტ ჰემს" ფეხბურთელის გაშვება სურს.
დასვით შეკითხვა: *
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული