Sportall ტრანსფერები [LIVE]

AutoSharing Option
დღეს 7 სექტემბერია და გთავაზობთ სატრანსფერო ჭორებსა და სიახლეებს. 

დავიწყოთ...

  • ცხელ-ცხელი ინფორმაცია თურქეთიდან. გალათასარაი გამალებით ცდილობს, იჯარით აიყვანოს მილანის ინტერის გამოცდილი ნახევარმცველი - რაჯა ნაინგოლანი. თუმცა, მილანელებს ბელგიელი აღარ სურთ და გალათასარაის სრულფასოვან ტრანსფერზე ევაჭრებიან. მილანელები 
    რაჯას სანაცვლოდ 18 მილიონ ევროს ითხოვენ. იტალიური პრესის ცნობით კლუბები აქტიური მოლაპარაკების ფაზაში არიან.
 
Sportall.Ge
  • ფრანგული Telefoot- ის ცნობით, პოსტპანდემიურ ფეხბურთში წარმატებული თამაშით, ერიკ ჩუპო-მოტინგმა, პსჟ-ს ხელმძღვანელობის ნდობა დაიმსახურა და კონტრაქტის გახანგრძლივებასაც გამოკრა ხელი. უახლოეს დღეებში,
  • ფეხბურთელი და კლუბი, გარიგების დეტალებსაც გაახმაურებენ.
 
Sportall.Ge

  • ლივერპული აწ უკვე მეექვსედ გაანათხოვრებს შეი ოჟოს. წარმოიდგინეთ, ინგლისელი ვინგერი, წითლებში 2011 წლიდან ირიცხება, თუმცა ამ პერიოდში, უიგანში, ვულვზში, ფულემში, რეიმსში და რეინჯერსში იბურთავა, ახლა კი კარდიფის მაისურსაც მოირგებს.

  • კრასნოდარის მცველი უროშ სპაიჩი, შესაძლოა არენდით თურქულ ბეშიქთაშში გადაბარგდეს. რუსული კლუბი, შეზღუდულია ლეგიონერების ლიმიტის გამო, ამიტომ ისინი მზად არიან სპაიჩის ხელფასის ნახევარიც გადაიხადონ, რაც 2,4 მილიონ ევროს შეადგენს.

  • "ბარსელონას" შემტევი ანტუან გრიზმანი შესაძლოა პრემიერლიგაში აღმოჩნდეს. მართალია, რონალდ კუმანი ფრანგს ლიდერის როლს დაჰპირდა, თუმცა მესის გუნდში დარჩენამ ყველაფერი შეცვალა. გარდა ამისა, კოუტინიოც კლუბში დაბრუნდა. ამიტომ, ახლა ანტუანისთვის გარანტირებული აღარაფერია. მას
    კი ბრიტანული გრანდები აქტიურად აკვირდებიან. "დეილი მეილის" ცნობით, ფრანგის კარიერაში ჩარევას "მანჩესტერ იუნაიტედი", "არსენალი" და "ლივერპული" აპირებენ.

  • "ჩელსის" მცველი დავიდე ზაპაკოსტა, რომელიც გასულ სეზონში ლონდონის "ჩელსიდან" "რომაში" იყო განათხოვრებული, შესაძლოა, იტალიაში დარჩეს. გავრცელებული ინფორმაციით, 28 წლის მცველს "ატალანტა" ეპატიჟება.

  • ვრცელდება ინფორმაცია, რომ მილანის "ინტერი" აქტიურად ინტერესდება ცსკა-ს ხორვატი მოთამაშის, ნიკოლა ვლაშიჩის გადაბირებით. როგორც ირკვევა, ვლაშიჩს რეკომენდაცია "ნერაძურის" ხორვატებმა - ივან პერიშიჩმა და მარცელო ბროზოვიჩმა გაუწიეს.

  • "ნაპოლი" აქტიურად შეუდგა ჯეისონ დენაიერის ტრანსფერზე მუშაობას. ბელგიელს "ნაპოლიში" კულიბალის შემცვლელად განიხილავენ. ტრანსფერის სავარაუდო თანხად 30 მილიონი ევრო სახელდება.
Sportall.Ge

  • "მილანი" 21 წლის ვარსკვლავურ მეკარესთან, ჯანლუიჯი დონარუმასთან კონტრაქტს ახანგრძლივებს. Corriere della Sera-ს ინფორმაციით, დონარუმას წლიური სარგო 10 მილიონ ევრომდე გაიზრდება. ეს ყველაფერი კი "ჩელსის" აქტიური დაინტერესების ფონზე ხდება.

  • "ჩელსი" კი არამხოლოდ დონარუმას აკვირდება. ლონდონელები უკვე ახლოს არიან "ნიცას" ფრანგი კიპერის, ედუარდ მენდის შეძენასთან. გავრცელებული ინფორმაციით, "ლურჯები" მენდის კვირის ბოლომდე გაიფორმებს.

Sportall.Ge
  • კვლავ "ბარსელონას" შესახებ. რონალდ კუმანი ხელმძღვანელობასთან უკვე  კონფლიქტშია. საქმე სატრანსფერო პოლიტიკას ეხება. კლუბს საკუთარი აღზრდილის,  ტიაგო ალკანტარას დაბრუნება სურს.  კუმანი კი მიიჩნევს, რომ "ბარსასთვის" უფრო  მეტი სარგებლის მოტანა მისთვის ნაკრებიდან კარგად ნაცნობ ჟორჟინიო ვეინალდუმს
  • შეუძლია. ვნახოთ, რომელი ნახევარმცველი აღმოჩნდება საბოლოოდ "ბარსელონაში".

  • "ოლიმპიაკოსმა" უკვე ოფიციალურად გაიფორმა ვიტორია გიმარაეშის 23 წლის ნახევარმცველი პეპე როდრიგესი. "ტრანსფერმარკეტი" ფეხბურთელს 3 მილიონ ევროდ აფასებს, თუმცა რა თანხა დაუჯდათ ბერძნებს პეპე, ამის შესახებ
  • ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება.

  • "ნიუკასლმა" "ბორნმუთიდან" თავდამსხმელი კალუმ უილსონი შეიძინა. 20 წლის ინგლისელი "ჯორდებს" 20 მილიონი ფუნტი დაუჯდა, კონტრაქტი კი 2024 წლამდე გააფორმეს.

Sportall.Ge
  • ვოლგოგრადის "როტორმა" ოფიციალურად დაადასტურა ბრაზილიელი ფლამარიონის იჯარა. შეგახსენებთ, 24 წლის შემტევი გასულ სეზონში ჩვენებური ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

შეგახსენებთ, რომ "Sportall ტრანსფერები" ყოველ 30 წუთში ერთხელ ახლდება. ამიტომ დარჩით სტატიაზე და გადაამოწმეთ სიახლეები...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული