დრაქსლერი რუსეთში?

AutoSharing Option
რუსული "ზენიტი" და "კრასნოდარი" პსჟ-ის ნახევარმცველით, ჯულიან დრაქსლერით ინტერესდებიან. 
როგორც რუსული მედია იტყობინება, პეტერბურგული კლუბის წარმომადგენლები აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ გერმანელთან და მის აგენტთან. 
ასევე ინტერესი გამოხატეს "კრასნოდარის" წარმომადგენლებმაც, თუმცა "ზენიტმა" მოლაპარაკება უფრო აქტიურ ფაზაში გადაიყვანა. 
აქვე შეგახსენებთ, რომ 27 წლის დრაქსლერი ერთგზის მსოფლიო ჩემპიონი და კორონა-სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალისტია. 
ვნახოთ, რომელ კლუბს აირჩევს გერმანელი - "ზენიტს", რომელიც უკვე ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ზის თუ "კრასნოდარს", რომელიც საკვალიფიკაციო ეტაპზე პაოკს დაუპირისპირდება...
მკითხველის კომენტარები / 1 /
არ უნდა წავიდეს,მისი დიდი ბაბუა რუსების წინააღმდეგ იბრძოდა)
ბათუმის ფანი
15:59 01-10-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული