
და რა გახდა ამის მიზეზი?
რუსებმა ხორვატის აგენტს განუცხადეს, რომ კონტრაქტს უნდა დაემატოს პუნქტი, სადაც მითითებული იქნება ევროს ფიქსირებული სავალუტო კურსი. ანუ, 1 ევრო მაქსიმუმ 80 რუსული რუბლის ოდენობით უნდა განისაზღვროს. მაშინ როცა მსოფლიო ბაზარზე ევროს ფასი 90 რუსულ რუბლს გასცდა.

აღნიშნულმა მოთხოვნამ ხორვატი თავდამსხმელის აგენტები უბრალოდ შოკში ჩააგდო.
შეგახსენებთ, რომ მხარეები 2 წლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ, რომლის გათვალისწინებით მარიომ 2,4 მილიონი ევრო ხელფასის და 3 მილიონი ევრო ბონუსების სახით უნდა მიიღოს.