რამდენად რეალურია რამოსი და "ვესტ ჰემი"?!

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც სერხიო რამოსმა "სამეფო კლუბი" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, ხმები მის ინგლისის პრემიერლიგაში გადასვლაზე გააქტიურდა.

ლონდონის "ვესტ ჰემის" გულშემატკივრები კლუბის ხელმძღვანელობას მოუწოდებენ, ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რათა ტიტულოვანი ესპანელი მცველი მათი გუნდის წევრი გახდეს.

რამოსი "რეალშიი" 2005 წელს გადავიდა და მას შემდეგ ოთხჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ამდენჯერვე ესპანეთის სუპერთასი, პრიმერა დივიზიონში კი ხუთჯერ იჩემპიონა.

რაც შეეხება "ვესტ ჰემს", მათ პრემიერლიგის გასული სეზონი მე-6 ადგილზე დაასრულეს და ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზებენ. საინტერესოა, რომ  თავის დროზე, ლონდონურ კლუბში კარლოს ტევესისა
და ხავიერ მასკერანოს ტრანსფერები დიდ მოულოდნელობად შეფასდა.

მომზადებულია football.london-ის მიხედვით

altდა მაინც, რატომ წავიდა სერხიო "რეალიდან"...





მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული