200 მილიონი მესის სანაცვლოდ? 10 ივლისის სატრანსფერო სიახლეები

AutoSharing Option
გთავაზობთ 10 ივლისის სატრანსფერო სიახლეებს:

კარლოს ალენია "ბარსელონადან" ხეტაფეში გადავიდა. ფეხბურთელმა გუნდთან ხელი 5 წლიან კოტრაქტს მოაწერა, მადრიდულ კლუბს ექს "ბლაუგრანელი" 5 მილიონი ევრო დაუჯდა, სხვა გუნდში გაყიდვის შემთხვევაში კი "ლურჯ-ბროწეულისფერები" სატრასნფერო ღირებულების 50% მიიღებენ.

ანტუან გრიზმანსა და საულ ნიგესს საკლუბო დონეზე საქმე კარგად არ მისდით. Mundo Deportivo-ს ცნობით, "ბარსელონამ" და მადრიდის "ატლეტიკომ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ.

"იუვენტუსის" მცველი დანილო იმედოვნებს, რომ კრიშტიანო რონალდო "ბიანკონერის" რიგებს კიდევ რამდენიმე სეზონის განმავლობაში დაიცავს. პორტუგალიელი ვარსკვლავის გარშემო დიდი მითქმა მოთქმაა, ჭორები ვრცელდება ასევე, რომ
რონალდო "მანჩესტერ იუნაიტედში" კიდევ ერთხელ დაბრუნდება.

"ბარსელონას" ფინანსური კრიზისიდან გამომდინარე გუნდში ლიონელ მესის შესანარჩუნებლად რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევს. საქმე იმაში გახლავთ, რომ კატალონიელებს 200 მილიონი ევრო სჭირდებათ, რათა ლეომ ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბლაუგრანა" ამისთვის მზადაა რამდენიმე ვარსკვლავიც დათმოს.

მომზადებულია marca-ს მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული