რენესანსი - "სკუადრა აძურა" ფსკერიდან მწვერვალამდე

AutoSharing Option
იტალიის ნაკრები დაბრუნდა. თითქოს ისეთი გრძნობა გვაქვს, რომ ისინი არც არსად წასულან. ევრო 2020-ის მოგებამ ცხადყო, რომ რობერტო მანჩინიმ იდეალური სამუშაო გასწია და "სკუადრა აძურა" ელიტის საფეხურზე დააბრუნა.

3 წლის წინ, ჯამპიერო ვენტურას მეთაურობით, "აძური", 60 წლის განმავლობაში პირველად, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ვერ გავიდა, რამაც იტალიის ფედერაცია იმ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა, რომ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინი უნდა დაენიშნათ.

"ინტერისა" და "მანჩესტერ სიტის" ექსთავკაცმა ნაკრებში თითოეული დეტალი შეცვალა. მან 3 წლის განმავლობაში 67 ფეხბურთელი ათამაშა, აქედან 35 დებიუტანტი გახლდათ. რაფაელ ტოლოი,
ემერსონ პალმიერი, ალესანდრო ბასტონი, ნიკოლო ბარელა, მანუელ ლოკატელი და მატეო პესინა - ეს იმ ფეხბურთელების ჩამონათვალია, რომლებმაც მანჩინის მეთაურობის დროს ნაკრებში პირველად ითამაშეს, საბოლოოდ კი ევროპის ჩემპიონატის უმაღლესი წოდების ჯილდოც მოიპოვეს.

დანიშვნიდან 4 თვის შემდეგ მანჩინიმ პირველი შეხვედრა პორტუგალიასთან დათმო, ამის შემდეგ კი დიდებული ისტორიის წერა დაიწყო. "აძურამ" 34-მატჩიანი წაუგებელი სერია დააფიქსირა, რაც ისტორიული რეკორდი გახლდათ (გააუმჯობესეს ვიტორიო პოცოს დროს მოგებული 30 შეხვედრის რეზულტატი).

ევრო 2020-ის ნახევარფინალურ შეხვედრამდე (ესპანეთთან 1:1), იტალიელებს თავიანთი ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო შედეგი, ზედიზედ 13-მოგებიანი შეხვედრა ჰქონდათ (ამ ტურნირზე). მათ და ბელგიის ნაკრებმა შეძლეს და საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოყოლებული ყველა შეხვედრა მოიგეს.

იტალიელებმა თავიდანვე კარგი შთაბეჭდილება მოახდეს, დაანახეს გულშემატკივარს, რომ შესანიშნავი თამაშითა და გაუვალი დაცვით ტიტულის მოგების მთავარი ფავორიტები იყვნენ.

უამრავი ადამიანის აზრით, "სკუადრა აძურა" ბელგიის ნაკრების ბარიერს ვერ გადალახავდა, თუმცა კრიტიკოსების გასაჩუმებლად მათ შეძლეს და უემბლის მოედნიდან ტიტული წამოიღეს. ბელგიას გზაში ესპანეთისა და ინგლისის ნაკრებები მიაყოლეს.

ჯგუფურ ეტაპზე 7 გოლი გაიტანეს, საკუთარ კარში კი არც ერთი მიიღეს, რაც მართლაც რომ დიდებული შედეგია. პლეი-ოფში მერვედფინალში დებიუტანტი ავსტრია დამატებით დროში დაამარცხეს და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ. შემდეგ გაიარეს ბელგიის ბარიერი. "ფურია როხასთან" არცთუ ისე დამაჯერებელი თამაშისდა მიუხედავად, ფინალში გავიდნენ, სადაც რაც მოხდა, ყველამ კარგად ვიცით.

ყატარში გასამართ 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატამდე 500 დღეზე ნაკლები რჩება. თუ "აძური" ასეთ ფორმაში დარჩება, დიდია ალბათობა იმისა, რომ მსოფლიოს ტიტულიც დაიმსახურონ.

რა დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ? იტალია არასდროს კვდება. შესაძლოა, ნაკრებს ჩავარდნა დაეწყოს, გამოტოვოს ესა თუ ის ტურნირი, მაგრამ ისინი არასდროს დაკარგავენ ელიტაში ადგილს, მათი ბრძოლისუნარიანობით უნდა აღიზარდონ ახალგაზრდა მცველები.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
ბედნიერი ადამიანების ყურებაც კი სასიამოვნოა, მე უკვე აღარა მაქვს იმედი და ნეტა ჩვენი შთამომავლობა თუ ეღირსება ოდესმე ანალოგიური ბედნიერებას.
temo
11:07 13-07-2021
0
იტალიური "რენესანსის" სულის ჩამდგმელი - რობერტო მანჩინი.
Veni Vidi Vici.
18:50 12-07-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული