"ყველანი მოემზადეთ..." - ჟოამ ლაპორტა

AutoSharing Option
"ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ფერან ტორესის, როგორც გუნდის ფეხბურთელის წარდგენისას, ერლინ ჰოლანთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა.

"არ მინდა კონკრეტულ ფეხბურთელებზე საუბარი. ეს ჩვენთვის კარგი ნამდვილად არ არის, რადგან საუბარი ღირებულებას მატებს. ვცდილობთ გავაძლიეროთ ის პოზიციები, რომლებსაც მწვრთნელი ითხოვს. ჩვენ გუნდის სიძლიერეზე ვმუშაობთ. მალე "ბარსელონა" დაბრუნდება.

ჩვენ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე დიდ ძალას წარმოვადგენთ. ყველანი მოემზადეთ, ჩვენს ადგილს მალე დავიკავებთ. ეს ყველაფერი იმით დასტურდება, რომ ფერანი გადმოვიბირეთ", - განაცხადა ლაპორტამ.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 6 /
ლაპორტას ხელში, ახალი ერა კი არა, ჩემი ფეხები დაიწყო
???????????
21:02 05-01-2022
6
თქვენ უკვე გიკავიათ თქვენი ადგილი ეგ არი სადაც ხართ
კახა
12:57 05-01-2022
6

სიახლეები პოპულარული