El Nacional-ის თქმით, "ბარსელონას" 17 წლის ნახევარმცველი გავი მომდევნო სატრანსფერო ფანჯრის დროს შესაძლოა "ლივერპულში" გადავიდეს.
მერსისაიდელები ახალგაზრდა ფეხბურთელის გარშემო არსებულ სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან. თვითონ სპორტსმენს "წითლების" თავკაცთან, იურგენ კლოპთან მუშაობა სურს.
შეგახსენებთ, გავი და "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობა ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან. ხელშეკრულებას ვადა 2023 წლის 30 ივნისს გასდის, ამ მომენტისთვის კი მისი საბაზრო ღირებულება 60 მილიონ ევროს შეადგენს.
ამ სეზონში ესპანელმა "ბარსელონასთან" ერთად 26 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც თავი 2 გოლითა და 5 ასისტით გამოიჩინა.
მომზადებულია Championat-ის მიხედვით