არაუხო და გავი "ბარსელონაში" რჩებიან

AutoSharing Option
მცველი რონალდ არაუხო და ნახევარმცველი გავი "ბარსელონასთან" კონტრაქტებს გააგრძელებენ, - ამტკიცებს Diario Sport-ი.

კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ ორივე გუნდში დარჩება და მათ მიმართ სხვა კლუბების დაინტერესების გამო არ ღელავენ. არაუხოსთან და გავისთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მალე წარმატებით დასრულდება.

უფრო რთულად მიმდინარეობდა მოლაპარკება ურუგვაელთან, მაგრამ საბოლოოდ შეთანხმებასთან ახლოს არიან. რაც შეეხება გავის, ხელშეკრულების გახანგრძლივების სანაცვლოდ 2 მილიონ ევროს მიიღებს.

მათ მწვრთნელ ხავის უთხრეს, რომ რჩებიან. თავად ხავი ორივეს გუნდის საკვანძო ფეხბურთელად თვლის.

კლუბმა არაუხოსა და გავის კონტრაქტების 2027 წლის ზაფხულამდე
გაგრძელება შესთავაზა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული