კულიბალის სანაცვლოდ "ბარსა" "ნაპოლის" პიანიჩსა და კონკრეტულ თანხას სთავაზობს

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონა" "ნაპოლის" დაცვის ლიდერით, კალიდუ კულიბალით დაინტერესდა.

იტალიური გუნდი 30 წლის მცველს 35 მილიონ ევროდ აფასებს.

იმის ფონზე, რომ "ბლაუგრანას" ფინანსური მდგომარეობა არც ისე სახარბიელოა, ლა ლიგის ვიცე-ჩემპიონი ტრანსფერში საკუთარი ფეხბურთელის ჩართვას აპირებს, რათა სატრანსფერო ფასი შედარებით დავარდეს.

"ბარსელონა" ნეაპოლურ გუნდს მირალემ პიანიჩს სთავაზობს, რომელმაც უკანასკნელი სეზონი იჯარით თურქულ "ბეშიქთაშში" გაატარა.

აღსანიშნავია, რომ ორივე ფეხბურთელს ერთი და იგივე აგენტი ჰყავს. შეხვედრა "ნაპოლის" პრეზიდენტთან, აურელიო დე ლაურენტისთან ამ კვირას გაიმართება.

შეგახსენებთ, პიანიჩის იჯარა თურქეთის ჩემპიონატში არც ისე წარმატებული გამოდგა, ბოსნიელმა
ფეხბურთელმა ამ სეზონში 20 მატჩი ჩაატარა და თავი მხოლოდ 2 საგოლე პასით გამოიჩინა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჰოოო, ზუსტად შენღა აკლდი ბარსას! თანაც ასაკითაც "ძალიან პატარაა".
0

სიახლეები პოპულარული