Sky sports-ის ცნობით, ლონდონის "ჩელსი" მზადაა "მანჩესტერ სიტის" მოთამაშის სანაცვლოდ 55 მილიონი ევრო გადაუხადოს. თავად სტერლინგი თანახმაა კარიერა "არისტოკრატებში" გააგრძელოს.
შეგახსენებთ, სტერლინგი "ქალაქელებს" 2015 წელს "ლივერპულიდან" 60 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. გვარდიოლას გუნდისთვის რაჰიმი შეუცვლელ მოთამაშედ აღარ ითვლება. მოსალოდნელია, რომ მისი სათამაშო დრო კიდევ უფრო შემცირდება, რადგან კლუბმა 2 შემტევი, ერლინ ჰოლანი და ხულიან ალვარესი შეიძინა.