"ბარსელონას" "სევილიასთან" კუნდეს თაობაზე მოლაპარაკებები ჯერ კიდევ არ გაუმართავს. კატალონიური გუნდი მოთამაშით დაინტერესებულია, თუმცა ანდალუსიური კლუბისთვის ამ დრომდე არ მიუმართავს, ამის შესახებ სევილიელთა სპორტულმა დირექტორმა რამონ მონჩიმ ისაუბრა.
"ტოტენჰემი" "ბარსელონას" 2 მოთამაშით დაინტერესდა. ლონდონური კლუბი გაძლიერებას განაგრძობს. ანტონიო კონტეს მემფის დეპაისა და კლემან ლენგლეს გადაბირება სურს. ამ უკანასკნელთან მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაზეა და ფრანგის ტრანსფერი "დეზების" რიგებში სულ მალე უნდა გაოფიციალურ
Sky Sports-ის ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნს" მატიას დე ლიხტის ყიდვა სურს. თავის მხრივ, ჰოლანდიელს კლუბის დატოვება უნდა, თუმცა "იუვენტუსი" ცენტრალურ მცველს 80 მილიონ ევროდ აფასებს, რაც "რეკორდმაისტერისთვის" მიუღებელია და ტურინელთაგან ფასის დაკლებას ელიან.
პსჟ-ის ბრაზილიელმა ვარსკვლავმა ნეიმარმა შვებულება ნაადრევად შეწყვიტა, რათა ახალი კლუბის ძებნას შეუდგეს. "სელესაოელი" გუნდის ახალი სპორტული დირექტორის, ლუის კამპოსის გეგმებში არ შედის. გასულ სეზონში ნეიმარმა ლიგა 1-ში 22 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით