"მონცა" სუარესს ეპატიჟება - 13 ივლისის სატრანსფერო სიახლეები

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსი" სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას განაგრძნობს, კლუბი რამდენიმე საათში რაჰიმ სტერლინგის ტრანსფერს დაადასტურებს. ინგლისური გამოცემა The Telegraph-ის მიხედვით, "არისტოკრატები" მოლაპარაკებებს ნათან აკესთან და კალიდუ კულიბალისთან აწარმოებს. ჰოლანდიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ "მანჩესტერ სიტი" 50 მილიონ ევროს ითხოვს და გუნდები შეთანხმებასთან ახლოს არიან. რაც შეეხება კულიბალის, "ნაპოლის" სენეგალელ მცველს პრემიერლიგაში ძალების მოსინჯვა სურს და დიდი ალბათობით, მალე ტრანსფერი დაიხურება.

"ბარსელონამ" და "ლიდსმა" რაფინიას თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. ბრაზილიელი "ბარსას" 67 მილიონი ევროს (58+9) სანაცვლოდ შეუერთდება. ფაბრიციო რომანოს ცნობით, 25 წლის შემტევი მალე სამედიცინო შემოწმებას
გაივლის და გრძელვადიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. გასულ სეზონში რაფინია "ლიდსის" ერთ-ერთი ლიდერი იყო. გასულ სეზონში, პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 35 მატჩში 11 გოლისა და 3 შედეგიანი გადაცემის შესრულება მოახერხა. მოთამაშის დამატება "ჩელსის" და "არსენალს" სურდათ, თუმცა რაფინია მხოლოდ "ბარსელონაში" გადასვლას განიხილავდა.

იტალიურ "მონცას" ლუის სუარესის დამატება სურს. კლუბის პრეზიდენტ სილვიო ბერლუსკონის ცნობილი მოთამაშეების დამატება სურს. აღნიშნულ ინფორმაციას La Gazzeta dello sport-ი ავრცელებს. სუარესი ამჟამად უკლუბოდაა. ურუგვაელის ტრანსფერი არგენტინის ჩემპიონატში გადაწყვეტილი იყო, თუმცა ლუისს ევროპაში თამაში სურს.

"ბარსელონას" ყოფილი მოთამაშე სესკ ფაბრეგასი შესაძლოა ესპანეთის ჩემპიონატში დაბრუნდეს. სესკს სეგუნდა დივიზიონის ბინადარი "ლას პალმასი" ეპატიჟება. 35 წლის მოთამაშე ამჟამად უკლუბოდაა. ფაბრეგასი ბოლოს "მონაკოში" ირიცხებოდა. ნახევარმცველმა "მონეგასკებში" 3 სეზონი გაატარა, თუმცა დროის უმეტეს ნაწილს სათადარიგოთა სკამზე ატარებდა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული