მიუნხენის "ბაიერნს" ჰარი კეინის შეძენა სურს - 23 ივლისის სატრანსფერო სიახლეები

AutoSharing Option
წარმოგიდგენთ 23 ივლისის სატრანსფერო სიახლეებს.

ლონდონის "ვესტ ჰემი" ჯანლუკა სკამაკას სანაცვლოდ 42 მილიონ ევროს გადაიხდის. ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს. იტალიის ნაკრების ფორვარდმა გასულ სეზონში 38 მატჩი ჩაატარა და თავის გამოჩენა 16 ჯერ მოახერხა. "ჩაქუჩებს" "ჩელსიდან" არმანდო ბროიას შეძენაც სურდათ, თუმცა აღნიშნული ტრანსფერი აღარ შედგება.

"ჩელსის" მთავარ მწვრთნელს ტომას ტუხელს, სეზარ ასპილიკუეტას "ბარსელონაში" გაშვება არ სურს. "არ ვარ დარწმუნებული, რომ იგივე მსურს, რაც ასპილიკუეტას, მას ჩემი გადაწყვეტილება არ მოსწონს, თუმცა პროფესიონალია და ვარჯიშს აგრძელებს" - განაცხადა გერმანელმა დამრიგებელმა.

მიუნხენის
"ბაიერნს" ჰარი კეინის გადაბირება სურს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ტრანსფერი ამ ზაფხულს განხორციელდეს. "რეკორდმაისტერის" თავკაცს იულიან ნაგელსმანს, ინგლისელი ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკის იდეალურ შემცვლელად ესახება. "ბურთით ძალიან ძლიერია, შესანიშნავი ფეხბურთელია, თუმცა ძალიან ძვირია, მისი შეძენა რთული იქნება, მაგრამ ვნახოთ რა მოხდება მომავალში".

მას შემდეგ, რაც "ბარსელონა" ჟიულ კუნდეს თაობაზე "სევილიას" ვერ შეუთანხმდა, კატალონიური კლუბი ინიგო მარტინესის შეძენას განიხილავს. 31 წლის ცენტრალური მცველი კლუბის დატოვების წინააღმდეგი არაა, თუმცა ესპანური გამოცემა El Correo-ს ინფორმაციით, ბილბაოს "ატლეტიკს" ბასკის გაშვება არ სურს. მარტინეზს ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში 19 მატჩი აქვს ჩატარებული.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული