მემფის დეპაი "ბარსას" დამრიგებლის, ხავის გეგმებში არ შედის და კლუბი მის გაყიდვას განიხილავს. იმის ფონზე, რომ გუნდს მის პოზიციაზე ბევრი მოთამაშე ჰყავს, ლაპორტა მზადაა ჰოლანდიის ნაკრების ფეხბურთელს 20 მილიონ ევროდ შეელიოს. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური გამოცემა Mundo deportivo ავრცელებს.
პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო ქალაქ მანჩესტერში დაბრუნდა, რათა კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდეს და მომავალზე ისაუბრონ. კრიშტიანოს გუნდის დატოვება კვლავ სურს. მისმა აგენტმა ჟორჟე მენდეშმა კლიენტის დამატება "ატლეტიკოს", "ჩელსის" და "ბაიერნს" შესთავაზა, თუმცა ყველაზე რეალურ ვარიანტად დიეგო სიმეონეს გაწვრთნილი
"ჩელსის" შემტევი ტიმო ვერნერი მზადაა ბუნდესლიგაში დაბრუნდეს. Daily Mail-ის ინფორმაციით, გერმანელის დამატება "ლაიფციგს" სურს. ტიმო ამ გუნდის ღირსებას 2016-დან 2020 წლამდე იცავდა, "არისტოკრატებს" კი 64 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. ფეხბურთელის გაყიდვა "ჩელსისაც" სურს, რადგან 26 წლის ფეხბურთელმა მასზე გაცემული ავანსები ვერ გაამართლა.
კატალონიის "ბარსელონა" ჟულეს კუნდეს ტრანსფერს კიდევ უფრო მიუახლოვდა. "ჩელსი" ფეხბურთელისთვის ბრძოლას გამოეთიშა, რადგან იციან, რომ კუნდეს მხოლოდ კატალონიურ კლუბში გადაბარგება სურს. მიუხედავად ფინანსური სირთულეებისა, "ბარსა" "სევილიას" უკეთეს წინადადებას სთავაზობს. მხარეები ტრანსფერის დახურვას უახლოეს დღეებში შეეცდებიან.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით