კრიშტიანოს + 20.3 მილიონი? "იუნაიტედი" "ნაპოლისთან" გაცვლას გეგმავს

AutoSharing Option
"ნაპოლიმ" შესაძლოა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ირვინგ ლოზანო გაყიდოს, მექსიკელი ფეხბურთელის სამსახურით "მანჩესტერ იუნაიტედია" დაინტერესებული. "წითელმა ეშმაკებმა" ტრანსფერში კრიშტიანო რონალდო კი შეიძლება ჩართონ.

Sky Sports-ის ინფორმაციით, ინგლისელები პრემიერ ლიგაში საშინელი სტარტის შემდეგ შეტევითი ხაზის გაძლიერებას გეგმავენ, თავის მხრივ კი, "ნაპოლი" ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს მიიღებს.

წყაროს თანახმად, ბრიტანელებს მექსიკელის საყიდლად მსუყე შეთავაზების გაკეთება მოუწევთ, ნეაპოლური გუნდის თავკაცი ლოზანოს სანაცვლოდ როგორც მინიმუმ 30 მილიონ ევროს ითხოვს.

"იუნაიტედს" კონკურენციას "ევერტონი" უწევს, ეს უკანასკნელი სათადარიგო ვარიანტად ელიფ ელმასსაც განიხილავს.

გაცვლა კრიშტიანო რონალდოში?

გუნდებმა შესაძლოა
ფეხბურთელების გაცვლასაც მიმართონ, რამდენიმე დღის წინ იტალიურმა პრესამ დაწერა, რომ პორტუგალიელი შესაძლოა სერია A-ში დაბრუნებულიყო.

Sky Sports-ზე დაყრნობით, აურელიოს დე ლაურენტისი ლოზანოს სანაცვლოდ 40.3 მილიონ ევროს ითხოვს, კრიშტიანო კი 20 მილიონ ევროდაა შეფასებული, ამიტომაც თუ ვარსკვლავი ნეაპოლს მიაშურებს, "წითელი ეშაკების" ხელმძღვანელობას თანხის დამატება მოუწევს.

ასე და ამგვარად, შესაძლოა მსოფლიოს ფეხბურთის ლეგენდა "ნაპოლიში" გადავიდეს, იქ კი ხვიჩა კვარაცხელია დახვდება და მაღალი მიზნებისთვის ერთად იბრძოლებენ.

მომზადებული Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 17 /
ადრე თუ პოსტერი იყო ( 90% -სთვის)…10%-სთვის კარიკატურა …თავისი ბოლოდროინდელი ქმედებებით შეცვალა კარდინალურად სურათი …და არა მარტო სურათი არამედ პროცენტული მაჩვენებლებიც ….))))
მდააა
19 აგვისტო 2022 21:48
0
სულ რომ.ვერ ათამაშდეს რაც ნაკპრბაფ სავარაუდოა ხვიჩას კუმირია და წარმოიდგინეთ კვარას სიხარული რომელიც მისგან ბევრ რამეს ისწავლის
ემიგრანტი
19 აგვისტო 2022 20:22
1
და ამ დონის ფეხბურთელს ლოზანოში რომ ცვლიან და კიდევ ფულს ამატებენ, არაა სირცხვილი? არ ჯობია, გაიხადოს ბუცები? მე ვფიქრობ ფეიკია ეგ, ასეთ დამამცირებელ გარიგებაში არ მიიღებს მონაწილეობას, გალაქსში წავა ბოლო-ბოლო და გააგრძელებს ფულის ხვეტას.
vai, vai...
19 აგვისტო 2022 19:30
0
რა რონალდო ყველა მოშორებაზეა კაც ნაკლული უნდა იყოს ყველა თამაშზე წინდა უკან დარბიან თანამედროვე ფეხბურთში
Soso
19 აგვისტო 2022 15:50
5
რეალი რო ფეხბურთელს გააგდებს მორჩა ჩამოწერილია უკვე ისე რომ იცოდე წინდა უკან დარბოდა რეალში კუთხურებზე საჯარიმოში იყო გამოაგდეს სადაც იყო ყველა გუნდი გაფარჩაკდა ყველა გადამწყვეტ თამაშში
Soso
20 აგვისტო 2022 01:22
1
ხო წინ და უკან დარბიან და 40 გოს იტანენ სეზონში ხო? ვაო,ვაი :)
las
19 აგვისტო 2022 18:18
0
ხვიჩას მაღალი პასები კარის ბოლოსკენ პირდაპირ რონალდოსთვის იქნება სანუკვარი
თენგო
19 აგვისტო 2022 15:00
0
ლოზანო თუ წავა მის ადგილას შეეძლება რონალდოს თამაში. ფლანგებზე ხვიჩა და რონალდო ცენტრი ოსიმენი.
აკო
19 აგვისტო 2022 13:43
5
ეს ოსიმენმა უფრო უნდა იჯავროს ვიდრე ხვიჩამ რომელი 20 წლის ბიჭია რონადუ ფლანგზე ირბინოს.ხოლა საჯარიმოში მაინც ბებერი.მგელია.ისე მაგრად გასწორებ ხვიჩას პასებით რო შეაგდებს რონალდო.მესი.ბაპე კვარა რონალდუ:)ბევრი შადარებს მერე:)
მოსეხონელი
19 აგვისტო 2022 12:44
2
ne zvizdi
duscatto
19 აგვისტო 2022 13:25
4
როლანდომ დაკიდოს ბუცები და დაისვენოს."ნაპოლი" მშვენიერი გუნდია მისი იქ მისვლა ქაოსის მეტს არაფერს მოიტანს."ნაპოლი"-თავისი როლანდოც ჰყავს უკვე და აცალონ გუნდს სერია A-ს მოგება!
ენძო
19 აგვისტო 2022 11:32
9
თუ რამეს აპირებენ დროზე გაჩარხონ საქმე თორემ მოახლოვდა სატრანსფერო ფანჯრის დახურვა არც იუნაიტედს აღარ ჭირდება რონალდუ და არვ რონალდუს აღარ უნდა იქ თამაში და დროზე მიხედონ საქმეს !
zura222
19 აგვისტო 2022 10:17
7
არანაირად არ ამოაგდებს ! ჯერ ერთი ეხლა ხვიჩა სკამზე რომ დასვან ნაპოლის ფანები სპალეტის და სხვა შეფებს რევოლუციას მოუწყობენ და მეორე--რონალდუ ადრე იყო ახალგაზრდობაში ფლანგის ფეხბურთელი და ეხლა ნაღდად ვერ (და არც) ირბენს წინ და უკან მთელ ფლანგზე ! ბოლო წლებია ძირითადად ცრუ ცხრიანს და ცენტრფორვარდს თამაშობს
zura222
19 აგვისტო 2022 11:52
0
ძირითადი შემადგენლობიდან ამოაგდებს ხვიჩას და არამგონია კარგი იყოს მაგის ნაპოლიში გადასვლა კვარასთვის.
lado
19 აგვისტო 2022 11:06
20
ძალიან მაგარი იქნება ხვიჩამ თავის კუმირთან რომ ითამაშოს ! მაგრამ ლოზანო რომ გაუშვან მარჯვენა ფლანგზე ვინ ითამაშებს ?
zura222
19 აგვისტო 2022 10:12
2
პოლიტანო
ABCABC
19 აგვისტო 2022 23:06
0
რონალდო :)))
ფეოლა
19 აგვისტო 2022 10:28
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული