"არსენალის" ხელმძღვანლობა მზადაა დეკლან რაისის სანაცვლოდ 100 მილიონი ფუნტი გადაიხადოს.
"ვესტ ჰემის" უფროსობამ რამდენიმე დღის წინ 80-მილიონფუნტიანი შეთავაზება დაბლოკა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ჩაქუჩების" ბოსები რაისის სანაცვლოდ 120 მილიონ ფუნტს ითხოვენ. ჯერჯერობით უცნობია, რა შედეგი მოჰყვება პრემიერლიგის მოქმედი ვიცე-ჩემპიონების შეთავაზებას.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით