იურგენ კლოპი 8:7-ზეც თანახმა იყო

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის პირველ მატჩში "ლივერპულმა" გასვლაზე 2:1 დაამარცხა "ჰოფენჰაიმი". ალბათ, გაინტერესებთ, რა ითქვა ნამატჩევს? ბატონი ბრძანდებით.

იურგენ კლოპი (ლივერპულის მწვრთნელი):"მეტოქეს განსაკუთრებული გეგმა ქონდა. თავიდან ფლანგებიდან ვცადეთ იერიშების მიტანა. შესვენებამდე ბევრი სახიფათო მომენტი არ გვქონია. თუმცა, თავისუფალ ზონებს ვნახულობდით და ვუტევდით.

ნორმალური შედეგია. შეხვედრის წინ რომ ეთქვათ, 8:7-ს მოიგებთო, დავთანხმდებოდი. ჯერ მხოლოდ საქმის ნახევარია გაკეთებული.

"ენფილდზე" ორმხრივად აქტიური თამაში წავა, რაც გვაწყობს. ველი ევროთასების საღამოებს "ენფილდზე". "ჰოფენჰაიმის" ბურთაობით მხოლოდ ის შეიძლება დარჩენილიყო გაკვირვებული, ვინც ამ გუნდს არ იცნობს".

პირველი გოლი
გაიტანა "წითლების" შემადგენლობაში 18 წლის მცველმა ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა, რომელიც რა თქმა უნდა, აღფრთოვანებას ვერ მალავდა:"ეს ისაა, რაზეც ოცნებობ: შენი დებიუტი შედგეს საყვარელ გუნდში ევროტურნირზე და თან, გოლი გაიტანო. გულდაწყვეტილი ვართ მატჩის დასასრულს ავტოგოლის გაშვებით, თუმცა საპასუხო დაპირისპირების წინ ფორა გვაქვს.

ბიჭებმა შემაგულიანეს, მიდი, საჯარიმო დაარტყიო. დარტყმის წინ თავდაჯერებული ვიყავი. ვიცოდით, გაგვიჭირდებოდა, მაგრამ გამარჯვების გეგმა გვქონდა".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული