ედინ ჯეკო: "ჩელსიმ" სამივე მომენტი გამოიყენა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში "რომამ" ლონდონში "ჩელსისთან" მატჩი 3:3-ზე დაასრულა, "არისტოკრატების" კარის ორჯერ დამლაშქრავმა ბოსნიელმა ფორვარდმა ედინ ჯეკომ კი შემდეგი განაცხადა:

"მეტოქეს სამი მომენტი ქონდა და სამივე გამოიყენა. ეს ამ გუნდის მაღალი დონის დამადასტურებელია. შეხვედრისთვის საბრძოლოდ განვეწყვეთ. მე ძალიან კმაყოფილი ვარ. მნიშვნელოვანი ქულა მოვიპოვეთ.

სანამ ჩემპიონთა ლიგაზე დავბრუნდებით, იტალიის პირველობაზე გადავერთვებით".

31 წლის ჯეკომ "რომაში" მე-100 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 59 გოლი და 18 საგოლე გადაცემაა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული