ჩემპიონთა ლიგა. V ტური: მერვედფინალის გუნდების ნახევარი ცნობილია [VIDEO]

AutoSharing Option
წუხელ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა ტური დასრულდა.

მერვედფინალის მონაწილე 16 გუნდიდან ნახევარი გარკვეულია - პლეი ოფში აუცილებლად ითამაშებენ: "პარი სენ-ჟერმენი", "ბაიერნი", "ჩელსი", "ბარსელონა", "მანჩესტერ სიტი", "ბეშიქთაში", "ტოტენჰემი" და "რეალი". სია წუხელ ორი გუნდით შეივსო.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ვერ გაინაღდა პლეი ოფში მონაწილეობა - ჟოზე მოურინიოს გუნდი "ბაზელთან" 0:1 დამარცხდა. 89-ე წუთზე ინგლისელები მიხაელ ლანგმა დაამწუხრა.

"იუნაიტედმა" 12 ქულა დააგროვა, მაგრამ ჯგუფში შესაძლოა სამმა გუნდმა დააგროვოს ერთნაირი ქულები. ეს არ მოხდება თუ "ეშმაკები" შინ ცსკა-სთან არ წააგებენ. რუსებმა 2:0 აჯობეს "ბენფიკას"
და 9 ქულა დააგროვეს, ისევე, როგორც "ბაზელმა", თუმცა შვეიცარიელებს ურთიერთშეხვედრებში უარესი შედეგის გამო ჩამორჩებიან.

პსჟ ისედაც გასული იყო, მაგრამ ამან ხელი არ შეუშალა "სელტიკის" განადგურებაში - 7:1. პირველ წუთზე მუსა დემბელეს სჯობდა არ გაეტანა პარიზელთა კარში, რადგან ამ გოლმა პსჟ-ს ვარსკვლავები გაახელა და შოტლანდიელთა კარში მათ გოლების წვიმა მოაწყეს - ნეიმარმა და ედინსონ კავანიმ დუბლები მიითვალეს, თითო გოლი კილიან მბაპეს, მარკო ვერატისა და დანი ალვეშის ანგარიშზეა.

ამ ჯგუფის პარალელურ მატჩში "ბაიერნმა" "ანდერლეხტს" სტუმრად 2:1 აჯობა. გამარჯვებულთა რიგებში თავი გამოიჩინეს რობერტ ლევანდოვსკიმ და კორენტინ ტოლისომ. მაშ ასე, თუ გერმანელები ბოლო ტურში ოთხი გოლის სხვაობით არ მოიგებენ, ამ ჯგუფში პსჟ პირველია, "ბაიერნი" - მეორე.

"ჩელსიმ" მერვედფინალის საგზური ბაქოში გაინაღდა, სადაც 4:0 დაამარცხა სუსტი "ყარაბაღი". მთავარი დაპირისპირება კი "ვანდა მეტროპოლიტანოზე" გაიმართა, სადაც "ატლეტიკომ" "რომას" 2:0 მოუგო. ეს დიეგო სიმეონეს გუნდის პირველი გამარჯვება იყო სეზონში ლიგაზე. თავი ანტუან გრიზმანმა და კევინ გამეირომ გამოიჩინეს. "ატლეტიკოს" გასვლა მაინც ძალზე სათუოა, რადგან "რომას" შინ "ყარაბაღთან" რჩება თამაში და ძნელი წარმოსადგენია, "ოლიმპიკოზე" ქულები დაკარგოს.

"იუვენტუს არენაზე" ვერ გამოდგა ისეთი თამაში, როგორსაც ველოდით - 0:0 და "ბარსა" ძალზე პრაგმატულად გავიდა პლეი ოფში. "სპორტინგმა", სულ მცირე, ევროპალიგის პლეი ოფის საგზური გაინაღდა.

ფაქტები
  • იგორ აკინფეევმა (ცსკა) ჩემპიონთა ლიგაზე უსიამოვნო სერია შეწყვიტა - რუსმა მეკარემ ზედიზედ 43 მატჩში ვერ შეძლო აქამდე კარის მშრალად შენახვა.
  • პსჟ-მა ჯგუფურ ეტაპზე 24 გოლი გაიტანა და ამ ტურნირის რეკორდი დაამყარა. არადა, წინ კიდევ ერთი ტურია. აქამდე რეკორდი "დორტმუნდს" ეკუთვნოდა - 22 გოლი 2016 წლის ჯგუფურ ეტაპზე.
  • ზლატან იბრაჰიმოვიჩი გახდა პირველი ფეხბურთელი, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე 7 სხვადასხვა კლუბის მაისურით ითამაშა: "აიაქსი", "იუვენტუსი", "ინტერი", "ბარსელონა", "მილანი", პსჟ და ახლა "მანჩესტერ იუნაიტედი".
  • ამ სეზონში მარკ ანდრე ტერ შტეგენმა (ბარსელონა) 24 დარტყმიდან 23 მოიგერია.
  • "ბარსელონამ" ლიგაზე პირველად ითამაშა ზედიზედ ორი 0:0, უცნაურია...
  • "ატლეტიკოს" ბოლო 15 სალიგო გოლიდან 10-ში ანტუან გრიზმანი მონაწილეობდა ( 8 გოლი, 2 საგოლე პასი).
  • ედინსონ კავანიმ პსჟ-ის მაისურით 150 გოლის გატანა შეძლო.
  • ანდრეს ინიესტამ (ბარსელონა) თამაშების რაოდენობით კლარენს ზეედორფს (125) გაუსწრო და ახლა ლიგაზე 126 მატჩით მე-6 ადგილზეა.
  • ედენ აზარმა (ჩელსი) ლიგის მატჩში პირველად შეძლო გოლის გატანაც და საგოლე პასის შესრულებაც.
  • "იუვენტუსმა" ზედიზედ 34 მატჩის შემდეგ პირველად ვერ შეძლო შინ გოლის გატანა.
  • "რომას" ბოლო ოთხი მარცხი ჩემპიონთა ლიგაზე ესპანურ კლუბებთან მოდის.
  • პსჟ-მა 6-გოლიანი სხვაობით პირველად მოიგო ჩემპიონთა ლიგაზე.
  • იუპ ჰაინკესი პირველი გერმანელი მწვრთნელია, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ 8 მატჩი მოიგო.
A ჯგუფი
ცსკა-ბენფიკა 2:0
გოლები: 1:0 შენნიკოვი (13), 2:0 ჟარდელი (56-საკ. კარში)
ცსკა (3-4-2-1): აკინფეევი - ბერეზუცკი, ვასინი, იგნაშევიჩი - ფერნანდესი, გოლოვინი, ნათხო, შენნიკოვი (50. ნაბაბკინი) - ვიტინიო (77. კუჩაევი), ძაგოევი (84. გორდიუშენკო) - ვერბლუმი
ბენფიკა (4-3-3): ბრუნო - ალმეიდა, ლუიზაო, ჟარდელი, ელიზეუ (83. ჟივკოვიჩი) - პიცი, ფეისა, ფელიპე (56. ხიმენესი) - სალვიო, ჟონასი, დიოგო (46. ჩერვი)


ბაზელი-მანჩესტერ იუნ 1:0
გოლი: 1:0 ლანგი (89)
ბაზელი (3-2-4-1): ვაჩლიკი - აკანჟი, სუხი, ალვარესი - დი (80. ფრანსონი), ზუფი - ლანგი, შეფონი, ელ იუნუსი, პეტრელა - ობერლინი
მანჩესტერი (4-2-3-1): რომერო - დარმიანი, სმოლინგი, როხო, ბლინდი - ფელაინი, ერერა - ლინგარდი (84. რაშფორდი), პოგბა (66. მატიჩი), მარსიალი (74. იბრაჰიმოვიჩი) - ლუკაკუ


ბოლო ტური
5 დეკემბერი
მანჩესტერ იუნ-ცსკა
ბენფიკა-ბაზელი

B ჯგუფი
ანდერლეხტი-ბაიერნი 1:2
გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (51), 1:1 ჰანი (73), 1:2 ტოლისო (77)
ანდერლეხტი (4-3-3): სელსი - აპია, სპაიჩი, მბოჯი, დეშახტი - დენდონკერი, კრუსი, ტრებელი - გერკენსი (65. ონიკურუ), ტეოდორჩიკი (82. ჰარბაუი), ჰანი (71. ბრუნო)
ბაიერნი (4-3-3): ულრაიხი - კიმიხი, ბოატენგი, ზიულე, ფრიდლი - ტოლისო, რუდი, ვიდალი (87. ჰუმელსი) - რობენი (48. ხავი მარტინესი), ლევანდოვსკი, ალკანტარა (44. ხამეს როდრიგესი).


პსჟ-სელტიკი 7:1
გოლები: 0:1 დემბელე (1), 1:1 ნეიმარი (9), 2:1 ნეიმარი (22), 3:1 კავანი (28), 4:1 მბაპე (35), 5:1 ვერატი (75), 6:1 კავანი (79), 7:1 დანი ალვეში (80)
პსჟ (4-3-3): არეოლა - დანი ალვეში, მარკინიოსი, ტიაგო სილვა, კურზავა - ვერატი (76. ლო სელსო), რაბიო, დრაქსლერი (67. პასტორე) - მბაპე (76. დი მარია), კავანი, ნეიმარი
სელტიკი (3-5-2): გორდონი - ლუსტიგი (13. ბიტონი), სიმუნოვიჩი, ბოიატა - ფორესტი, ნტჩამი (69. ებუე), ბრაუნი, მაკგრეგორი, ტირნი - როგიჩი, დემბელე (77. გრიფიტსი)


ბოლო ტური
5 დეკემბერი
ბაიერნი-პსჟ
სელტიკი-ანდერლეხტი

C ჯგუფი
ყარაბაღი-ჩელსი 0:4
გოლები: 0:1 აზარი (21-პენ), 0:2 აზარი (36), 0:3 ფაბრეგასი (73-პენ), 0:4 ვილიანი (85)
ყარაბაღი (4-5-1): შეჰიჩი - მედვედევი, რჟეჟნიჩაკი, სადიგოვი, აგოლი - გერიე (81. იუნუსზადე), მიჩელი, ალმეიდა, გარაევი, მადათოვი (46. დინიევი) - ნდლოვუ (85. კინტანა)
ჩელსი (3-4-2-1): კურტუა - ასპილიკუეტა, დავიდ ლუიზი, რიუდიგერი - ძაპაკოსტა, ფაბრეგასი, კანტე (75. დრინკუოტერი), მარკოს ალონსო (58. კეჰილი) - ვილიანი, პედრო - აზარი (65. მორატა)
გაძევება: სადიგოვი (14. ყარაბაღი)


ატლეტიკო-რომა 2:0
გოლები: 1:0 გრიზმანი (69), 2:0 გამეირო (85)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - პარტეი, ხიმენესი, ერნანდესი, ფელიპე ლუისი - კოკე (63. კოკე), საული, ფერნანდესი (58. კორეა), კარასკო (67. გამეირო) - გრიზმანი, ფერნანდო ტორესი
რომა (4-3-3): ალისონი - პერესი, ფასიო, მანოლასი, კოლაროვი - პელეგრინი (62. სტროოტმანი), გონალონი (78. ელ შაარავი), ნაინგოლანი - ჟერსონი (70. დეფრელი), ჯეკო, პეროტი
გაძევება: პერესი (83. რომა)


ბოლო ტური
5 დეკემბერი
რომა-ყარაბაღი
ჩელსი-ატლეტიკო

D ჯგუფი
იუვენტუსი-ბარსელონა 0:0
იუვენტუსი (4-2-3-1): ბუფონი - ბარძალი, ბენატია, რუგანი, ალექს სანდრო - ხედირა, პიანიჩი (66. ბენტანკური) - კუადრადო (71. მარკიზიო), დი ბალა, დუგლას კოშტა (85. მატუიდი) - იგუაინი
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სემედო, პიკე, უმტიტი, დინი - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, პაულინიო - დეოლოფეუ (56. მესი), სუარესი, ინიესტა (82. ჟორდი ალბა)


სპორტინგი-ოლიმპიაკოსი 3:1
გოლები: 1:0 დოსტი (40), 2:0 სეზარი (43), 3:0 დოსტი (66), 3:1 ოჯიჯა-ოფოე (86)
სპორტინგი (4-2-3-1): პატრისიო - პიჩინი (85. რისტოვსკი), პინტო, მატიო (78. ფიგეირედო), კოენტრაო - ბატალია, კარვალიო - მარტინში, ფერნანდეში, სეზარი (90. მატეუში) - დოსტი
ოლიმპიაკოსი (4-5-1): პროტო - დიოგო, ბოტია, ენგელსი, კუტრისი - კარსელა (86. სება), რომაო, ტახციდისი (65. ოჯიჯა-ოფოე), ჟილე, პარდო - ფორტუნისი (67. ჯურჯევიჩი)


ბოლო ტური
5 დეკემბერი
ბარსელონა-სპორტინგი
ოლიმპიაკოსი-იუვენტუსი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული