"ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა. გუშინ, ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში იტალიელები, როტერდამში, ადგილობრივ "ფეინოორდთან" 2:1 დამარცხდნენ და ევროპის ლიგაზე გადაინაცვლეს. მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარი "ნაპოლის" მწვრთნელმა მაურისიო სარიმ გააკეთა.
''ჩვენმა მარცხმა პირველ ტურში უკრაინაში საბოლოო შედეგზე დიდი გავლენა იქონია. ახლა ჩვენ ევროპა ლიგა გველოდება და იქ წარმატებით უნდა ვითამაშოთ. ამას "ნაპოლის" სახელი გვავალდებულებს.
ვფიქრობ, დღევანდელ შეხვედრაში პირველ ნახევარში წინ სამბურთიანი უპირატესობით უნდა ვყოფილიყავით, თუმცა შეტევაში შეცდომებს ვუშვებდით. ჩვენ ახლა მცირე პრობლემები გვაქვს და მის გამოსწორებაზე უნდა ვიზრუნოთ'', - განაცხადა სარიმ.
მომზადებულია