მასიმილიანო ალეგრი: ზეწოლის გამო რამოდენიმე შეცდომა დავუშვით

AutoSharing Option
"ტოტენჰემთან" ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური მატჩი "იუვენტუსის" მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ასე შეაფასა:

"კარგი შეხვედრა იყო. ზეწოლის გამო რამოდენიმე შეცდომა დავუშვით. ბუფონმა მაგარი ბურთი აიღო და მერე შეგვეძლო ანგარიში 3:0 გაგვეხადა. პირველი ტაიმის ბოლოს პენალტი ვერ გამოვიყენეთ. ვიცოდით, გაგვიჭირდებოდა. ლონდონში მძიმე გამოცდა გველის, მაგრამ შევეცდებით მოვიგოთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ.

ჩვენი მეტოქე ტექნიკური და ფიზიკურად ძლიერია. თუ არ ჩავთვლით ბუფონის სეივს, მეტი მომენტი არ ჰქონიათ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული